logo_geo
მამუკა ბახტაძე: პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე ძალიან მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები გვექნება
- +

20 ნოემბერი. 2018. 03:36

 

„ხელისუფლება აქტიურად მუშაობს პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე და ძალიან მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები აქაც გვექნება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

 

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ პენსიებთან დაკავშირებულ სესხებზე ისეთი რეგულაცია არსებობდეს, რომელიც პენსიონრების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს და არ გამოიწვევს იმას, რაც დღეს ხშირად გვაქვს, როცა ფულადი სახსრების თვალსაზრისით, ჩვენი პენსიონერებისთვის თვიდან-თვემდე ჩამორჩენაა. ეს ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს ეხება და ეს სერიოზული გამოწვევაა. აქაც სერიოზული სამუშაოს ჩატარება გვჭირდება, რომ ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტული პროდუქტი შევთავაზოთ, მაგრამ ამ საკითხზე ვმუშაობთ და ძალიან მოკლე ვადებში ახალი ინიციატივები აქაც გვექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ნაბიჯებს გეგმავს ხელისუფლება იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუუმჯობესდეთ პენსიონრებს, რომლებიც შავ სიაში არ ხვდებიან, რადგან პენსიით აღებული სესხის დასაფარი თანხა პენსიიდან ეჭრებათ, მაგრამ ამ სესხის დაფარვა ძალიან მძიმე ტვირთად აწევთ.

 

big_banner
არქივი