logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: 5 წელი დასჭირდა იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ხელწერა ეცნო
- +

21 ნოემბერი. 2018. 00:47

 

„5 წელიწადი დასჭირდა იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ხელწერა ეცნო. კარგად გაიგეს გარეთ, რომ მე არავის დაქირავებული ვარ, გარდა საკუთარი ხალხისა და არავითარი სხვა სურვილები არა მაქვს“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რა დონზე ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას ფესვები გადგმული, რა დონზე ჰყავდათ ევროპელები და ამერიკელები მოტყუებული, რომ საოცრად დემოკრატიული  ხელისუფლება გვაქს"- განაცხადა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის თქმით, დღეს საქართველოს ევროპიდან და ამერიკიდან საოცარი მხარდაჭერა აქვს. „დღეს არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ქართული ოცნება მთლიანად დაკომპლექტებულია პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით. არავის ეჭვი არა აქვს დღეს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის პოლიტიკურად დევნილი. არავის არავისთვის შეუთავაზებია თავშესაფარი"- განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი