logo_geo
თამარ სხირტლაძე: რუსეთის მოსამსახურე კაცი დაჯდება მათთან და ეტყვის ჩემი ტერიტორიები დამიბრუნეო?!
- +

21 ნოემბერი. 2018. 04:04

 

„როგორც ჩემი შვილიშვილის იმედი მაქვს, რომ მომხედავს, ისე მაქვს სალომე ზურაბიშვილის იმედი, რომ საქართველოს მიხედავს! იმედი მაქვს კი არა, დარწმუნებული ვარ! მე საკმაოდ ასაკოვანი ვარ და რაღას მოვესწრები, მაგრამ ერთდერთი, რასაც მინდა მოვესწრო, ჩემს ქვეყანაში მავთულხლართები აღარ არსებობდეს! ეს მავთულხლართები არის დაცინვა, სადიზმი, ფაშიზმი და ყველა სისაძაგლის უმაღლესი გამოხატულება!“ - ამბობს ცნობილი მსახიობი თამარ სხირტლაძე... 90 წელს მიღწეული მსახიობი „კვირის პალიტრას“ ესაუბრა თუ რატომ არის მისთვის წარმოუდგენელი „ნაციონალური მოძრაობის" ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება და რატომ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს.

 

„ჩვენ თვითონ შევადაროთ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე და დასკვნები მერე გამოვიტანოთ! სალომე ზურაბიშვილი შესანიშნავად იყო საფრანგეთში, მაგრამ საქრთველოში დაბრუნდა და უამრავი რამ გადაიტანა... გრიგოლ ვაშაძე რუსეთს ემსახურებოდა და ისევ რუსეთი ენატრება! ამისთნა კაცი დაჯდება რუსეთთან და ეტყვის ჩემი ტერიტორიები დამიბრუნეო? სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად ვიცი, ამას რომ გააკეთებს! როდესაც სალომეს მთაწმინდის მაჟორიტარად ირჩევდნენ, ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, საპრეზიდენტო ქალია-მეთქი... მე მას კარგად ვიცნობ, მეგობრები ვართ, მაგრამ როგორც პრეზიდენტთან თხოვნით რომ მივიდე, არაფერსაც არ დამეხმარება! ძალიან სამართლიანია და თუ არ გეკუთვნის, ტყუილად არაფერს გაგიკეთებს! ჯერ მე როგორ ვიკადრებ, რაც მთელი ცხოვრება არ მიკადრია, მაგრამ ვთქვათ, რომ სინდისს გადავაბიჯო, მისგან მტკიცე უარს მივიღებ! ცოტა ხისტი ხასიათი აქვს, რაც მე ძალიან მომწონს!

 

რუსთაველის თეატრში იყო შეხვედრა და იქ სიტყვით გამოვედი. ვთქვი, რომ საქართველოს არასოდეს აკლდა მებრძოლი ქალები-მეთქი... საქართველოს პრეზიდენტები სხვა ქვეყნის პირველი პირების გვერდით ისე გამოიყურებიან როგორც დაბალი რანგის ადამიანები და სალომე ასეთი არ იქნება! ყველასთან ისე დაჯდება, როგორც თანასწორი! სიტყვა – თანასწორი ქართულად ვერ გავიხსენე, რუსულად ვთქვი და სალომემ მითარგმნა... ასეთ ქალზე ამბობენ ქართული არ იცისო...“ - აღნიშნა თამარ სხირტლაძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი