logo_geo
დავით სოკოლოვი: სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ არაფერი გამოუვა
- +

21 ნოემბერი. 2018. 14:16

 

 

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პროფესიონალი დიპლომატია, დიდი და ღირსეული ოჯახიშვილია და მჯერა, ქართველი ხალხის იმედებს გაამართლებს“, - ამის შესახებ ყოფილი ტელედიქტორი დავით სოლოვი „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს:.

 

„ქალბატონ სალომეს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი რამ ვიცი - არ შეიძლება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, პარიზში დაბადებული და გაზდილი სალომე ზურაბიშვილი იყოს „ რუსეთის აგენტი“, ხოლო „კაგებეს“ აგენტი და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გრიგოლ ვაშაძე - პატრიოტი! ეს საკენკი სააკაშვილმა თავის სექტას დაუყაროს...

 

სააკაშვილი, უგულავა და ბოკერია ერთმანეთს წაეჩხუბებიან თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს, ერთი კრუხის წიწილები არიან და როცა პატრონი უბრძანებთ, სულ ერთად იქნებიან!

 

სააკაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან მას საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს! სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ომის შემდეგ აურაცხელი იარაღი ჩამოწერეს, რომლის მიტაცებაც რუსეთს დააბარლეს და სინამდვილეში იარაღი გაყიდეს! ამ ფონზე გვიძახოდა - იარაღი არ გვაქვს და დანა-ჩანგლით შეებრძოლეთ რუსებსო!

 

საზოგადოებას მოვუწოდებ, გადაწყვეტილება ბოღმით არ მიიღოს და წინ გაიხედოს! მეც ბევრი რამით ვარ უკმაყოფილო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულმა ხმა მკვლელებს, მწამებლებსა და კაცების გამაუპატიურებლებს მივცე!

 

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პროფესიონალი დიპლომატია, დიდი და ღირსეული ოჯახისშვილია და მჯერა, ქართველი ხალხის იმედებს გაამართლებს“, - განაცხადა დავით სოკოლოვმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი