ცნობილ ტელედიქტორს დავით სოკოლოვს რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქის“ მეშვეობით ვიღაცამ ხმა გაუვრცელა - გარდაიცვალაო. ამ ფაქტთან დაკავშირებით დავით სოკოლოვი „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს:
„ერთი რამ ცხადია - სოციალური ქსელები არის ჭორების ბუდე, სადაც, რაც უნდათ, იმას წერენ! იცით, რა მგონია? ამ ორი დღის წინ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ ჩემთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა. იმ ინტერვიუში შესაძლოა ვიღაცას რაღაც არ მოეწონა და „მუზა“ მოუვიდა, ეს გაეკეთებინა. ვინც ჩემი სიკვდილი მოიგონა, მადლობას ვუხდი, რადგან გამაგებინა, თუ როგორ ვუყვარვარ ხალხს!“ - განაცხადა დავით სოკოლოვმა.