logo_geo
„ორი კვირის ფარგლებში დიდ დოკუმენტს წარმოვადგენთ“ – სიახლეები საზოგადოებრივ მაუწყებელზე
- +

17 იანვარი. 2017. 13:34


 


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე „მარშალპრესთან" მიცემულ ინტერვიუში ტელევიზიაში განსახორციელებელ ცვლილებებთან და სიახლეებთან დაკავშირებით საუბრობს:

 

- ბატონო ვასილ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს GDS-ის პროდიუსერი ეკა შონია უხელმძღვანელებს, ხოლო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი გიორგი ფუტკარაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა...


- გიორგი ფუტკარაძე მუშაობს თავის ადგილას. არ გათავისუფლებულა.



- ინფორმაცია, რომლის მიხედვით GDS-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები და ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გააგრძელებენ მუშაობას, რამდენად რეალურია?


- თქვენგან ­- „მარშალპრესიდანაც" შეიძლება ვიხილოთ ამ ტელეკომპანიაში რომელიმე ჟურნალისტი, ასევე „იბერიიდან", „იმედიდან", და სხვა ნებისმიერი მედიიდან. ეს ჩვეულებრივი პროცესია. მედიაში გადაადგილებები მე არ დამიწყია და ვერც მე შევაჩერებ. კონკრეტული ნიშნით არ ვარჩევ ადამიანებს, 21-ე საუკუნეა.


- რა კონკრეტული ცვლილებები იგეგმება საზოგადოებრივ მაუწყებელზე?


- საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროშია ჩემი კონსულტანტი- ია ანთაძე და ვმუშაობთ კონკრეტულ საკითხებზე. ალბათ, სულ რაღაც ათ დღეში, 2 კვირის ფარგლებში ჩვენ ძალიან დიდ დოკუმენტს წარმოვადგენთ. ამ ეტაპზე მუშაობის პროცესში ვართ. შეგეძლებათ იქ ნახოთ ყველა ცვლილება. მანამდე ვერაფერს ვიტყვი, მე ვმოქმედებ საქართველოს კანონმდებლობით.


- საზოგდობრივი მაუწყებლის დირექტორად თქვენი არჩევა პოლიტიკურ ჭრილში განიხილეს. რა პოზიცია გაქვთ დღევანდელი გადასახედიდან?


- ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, მე ჩემი სუბიექტური მოსაზრებები მაქვს. დირექტორად ამირჩიეს მე და ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში ვმუშაობ. არ ვაპირებ პასუხის გაცემას არავისთვის, მე მზად ვიყავი და ვარ ნებისმიერთან ვითანამშრომლო. ზოგიერთებმა თქვეს, რომ არ სურთ თანამაშრომლობა, ეს მათი ნებაა...


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი