logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: „ნაცებმა“ ფაშისტებს გადააჭარბეს სისასტიკეში
- +

27 ნოემბერი. 2018. 22:11

 

წინასაარჩევნოდ გამომზეურებულმა სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის საუბრის ჩანაწერის თემაზე აკადემიკოსმა ელიზბარ ჯავალიძემ „ ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის საიდუმლო საუბარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაწანწალა ნაპრეზიდენტალს ეს არჩევნები რევანშისა და ხელისუფლების დასაბრუნებლად სჭირდება! სააკაშვილისთვის ვაშაძე „ცარიელი ადგილია“ და მხოლოს იმისთვის სჭირდება, არჩევნებში მისი ჩაფლავების შემდეგ დაიკივლოს - ნახეთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ქუჩაში გამოდითო!

 

სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს! ეს სააკაშვილმა და მისმა სექტამ კარგა ხანია, იცის და ამიტომაც გაშალეს კარვები რუსთაველის გამზირზე! საზოგადოება ზაზა სარალიძეს ძლიან დიდი თანაგრძნობით ეპყრობა, მაგრამ დღეს უკვე აშკარაა, რომ ეს შვილმკვდარი მამა „ნაცების“ რევოლუციური სცენარის ნაწილია! ზაზა სარალიძის კარვები რუსთაველის გამზირზე არის „ნაცების“ პლაცდარმი რევოლუციისთვის. არაადეკვატურ სააკაშვილს რევოლუცია ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ კი არა, ძალაუფლებისთვის სჭირდება!

 

გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილის „ტროას ცხენია“, რომლითაც საქართველოს დაპყრობას გეგმავს. ხომ მოუსმინეთ გიორგი ვაშაძის და სააკაშვილის საიდუმლო საუბარს? ისინი დასცინიან გრიგოლ ვაშაძეს. ამიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილიც, ბოკერიაც, ვაშაძეებიც და მთელი ეს ხროვა ერთი ნაგავია, რომელიც საქართველოდან უნდა გაიგავოს!

 

საქართველო უნდა გაიწმინდოს ზურაბ ჯაფარიძისნაირი საჯდომჩახდილი ნარკომანებისგან და ნიკა გვარამიასნაირი „ტელევარსკვლავებისგან“ ! ესენი არიან საქართველოს მტრები, რომლებიც მიზანმიმართულად რყვნიან და გესლავენ ჩვენს სამშობლოს! ესენი ან ქვეყნიდან უნდა განიდევნონ, ანდა - გასამართლდნენ! სხვა ალტერნატივა არ არსებობს!

 

ნაცებმა ფაშისტებს გადააჭარბეს სისასტიკეში! აქვე მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - არჩევნებში ნაცების დამარცხების შემდეგ აღადგინოს დაპირებული სამართლიანობა და გაასამართლოს ნაცსექტა!“ - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი