logo_geo
„მოსალოდნელია მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია!“ - რა ინფორმაციას ფლობს გიორგი ბერიძე?
- +

18 იანვარი. 2017. 10:37


 

„არ გამოვრიცხავ, ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობები თავად ნაცებმა გახსნან და ერთმანეთს ყველაფერი წამოაძახონ!", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ანალიტიკოსმა უსაფრთხოების საკითხებში გიორგი ბერიძემ.

 

მისი თქმით, სააკაშვილს მალე ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას „ცოდვა უწევს". ყოფილ პრეზიდენტს კი, აღნიშნული საქმის ირგვლივ, დაშანტაჟების მიზნით ნათქვამ გვარ-სახელებს არავინ აპატიებს.  ანალიტიკოსი ასევე არ გამორიცხავს, რომ ჟვანიასა და პატარკაციშვილის საქმეები, ერთმანეთის წამოძახებით თავად ნაცებმა გახსნან.

 

„სააკაშვილს მალე ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას ცოდვა უწევს! ხაზგასმით ვამბობ - სააკაშვილი ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელია, მას ძალიან გავლენიანი ხალხი უმაგრებდა ზურგს და ერთხელ მან ამ ხალხის დაშანტაჟებაც სცადა, როცა ერთი-ორი გვარ-სახელი წამოაყრანტალა. ამას არავის პატიობენ...

 

ვაცხადებ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია!

 

არ გამოვრიცხავ, ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობები თავად ნაცებმა გახსნან და ერთმანეთს ყველაფერი წამოაძახონ!", - განაცხადა გიორგი ბერიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი