logo_geo
გიორგი კეკელიძე: ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი იქნება!
- +

18 იანვარი. 2017. 11:37


 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას წინ დიდი გეგმები აქვს. უკვე დასრულდა პირველი კორპუსის სრული გამაგრება და მალე მკითხველისთვის ბიბლიოთეკის ორივე დარბაზი გაიხსნება. რეაბილიტაციის პროცესს უკვე მეორე კორპუსიც შეუერთდა და კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით, გაიხსნება ვაჟა-ფშაველას დიდი დარბაზი. ამ და სხვა უკვე განხორციელებულ თუ მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებზე გაზეთ „ასავალ-დასავალს" ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ესაუბრა.


„დავასრულეთ ბიბლიოთეკის შენობის პირველი კორპუსის სრული გამაგრება. მალე გავხსნით ორივე დარბაზს, აღმოსავლეთ ევროპაში აქ იქნება ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი, აქამდე აუთვისებელ სივრცეებში განთავსდება დამწერლობისა და ანბანის ექსპოზიციები, გვექნება განახლებული, თანამედროვე ივანე მაჩაბლისა და სერგი მესხის დარბაზები...

 

რეაბილიტაციის პროცესს მეორე კორპუსიც შეუერთდება და კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით, გავხსნით ვაჟა-ფშაველას დიდ დარბაზს, ასევე ალექსანდრე როინაშვილის დიდ ფოტო-დარბაზს. მოეწყობა დედა-ენის, კონსტანტინე გამსახურდიას, ემიგრაციის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზები.

 

ასევე ამუშავდება რეპრესირებული წიგნის კაბინეტი, ჭაბუა ამირეჯიბისა და ვახტანგ მეექვსის კაბინეტები, სტუდენტებისთვის - დიდი ელექტრონული დარბაზი.

 

წიგნის მუზეუმის გახსნა თვე-თვენახევარში იგეგმება, ნახევარ წელიწადში კი სამკითხველო დარბაზიც გაიხსნება. ცალკე იქნება „ვეფხისტყაოსნის" მუზეუმი", - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი