logo_geo
ირაკლი გოგავა: ნაცებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რესურსი არ გააჩნდათ, მაგრამ...
- +

18 იანვარი. 2017. 11:38


 

„მართალია, ნაცებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რესურსი არ გააჩნდათ, მაგრამ არეულობას ნამდვილად მოაწყობდნენ", - ისაუბრა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორმა ირაკლი გოგავამ.

 

„უკრაინიდან ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის, სააკაშვილ-ახალაიების ფრთა 2-3-თვიან პერმანენტულ აქციებს გეგმავდა. ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, თავისუფლების მოედანზე კარვების გაშლასა და სახელმწიფო შენობების ბლოკირებას აპირებდნენ.

 

გარდა ამისა, ნაცების აქტივისტებმა უკრაინაში სპეციალური ტრენინგებიც გაიარეს, რათა თბილისში ე.წ. ავტომაიდანი მოეწყოთ", - აღნიშნა ინტერვიუში ირაკლი გოგავამ.  

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი