logo_geo
„რას ბაქიბუქობთ, თქვენს ადგილზე დავწყნარდებოდი“ - ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
- +

2 დეკემბერი. 2018. 14:34

 

 

„ქვეყანა თავზე დაგვენგრა და რა მნიშვნელობა აქვს თქვენ რა გიქნეს და რა გაწყენინეს?!“, - ასე მიმართა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გადაცემის წამყვანსა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რასაც გვარამიას მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

 

„მე მიმაჩნია, რომ ხალხს ბევრად უფრო წყნარი ცხოვრება უნდა და ნამდვილად არ მესმის თქვენი ეს პიროვნული საუბრები „მე მიქნეს“ და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ რა გიქნეს, რა გაწყენინეს?! ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მე ძალიან მიკვირს და თქვენს ადგილზე დავწყნარდებოდი. რომ ამბობთ, „მე მიქნეს“, „ასე ვუზამ, ისე ვუზამ“, რას ბაქიბუქობთ და რას ლაპარაკობთ?! ქვეყანა დაგვენგრა თავზე, ქვეყანა იკარგება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რაზეც გვარამიამ უპასუხა:

 

„რას ჰქვია „მე რა მიქნეს" რა მნიშვნელობა აქვს?! მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ თქვენგან განსხვავებით და ჩემს ოჯახის წევრებს შეეხნენ, ფიზიკურად ეხებოდნენ. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ფიზიკურად მეხებიან. მე შვილები მყავს ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არის ჩემთვის წყალგამყოფი, ჩემს სივრცეში შემოღწევა“, - აღნიშნა გვარამიამ. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი