logo_geo
გუგული მაღრაძე: ეკონომიკური განვითარება ჩვენი აქილევსის ქუსლია
- +

18 იანვარი. 2017. 17:51




საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის თქმით, 2016 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს განვითარებისთვის. მაღრაძემ გასული წელი „რეზონანსთან" შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად განვითარების გზაზე დგას.


მისივე თქმით, 2016 წელი გამორჩეული იყო ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.


„2016 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველო შეუქცევლად დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მიუხედავად არჩევნების თანმხლები მცირეოდენი ხარვეზებისა, პოლიტიკური განვითარების დინამიკის თვალსაზრისით საქართველოს მოსახლეობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ 2012 წლიდან დღემდე 3 სხვადასხვა დონის არჩევენების (საპრეზიდენტო, ადგილობრივი და საპარლამენტო) საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაატარა.

 

2016 წელი გამოირჩეოდა ასევე მაღალი სტანდარტებით ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, შთამბეჭდავი იყო ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, მარტო ის რად ღირს, რომ უძვირესი პროგრამა ცე-ჰეპატიტის მკურნალობისა სრულიად უფასოდ მიეწოდება ამ უმძიმესი დაავადების მქონე ადამიანებს.

 

საინტერესო და საჭირო ცვლილებები დაიგეგმა და გატარდა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რათა მოტივირებულმა ადამიანებმა შეძლონ სხვადსხვა დონის და მოცულობის ბიზნესის დაწყება და განვითარება. საბიუჯეტო დახმარება ბიზნესისათვის თანდათანობით გამოიღებს შედეგებს და სამუშაო ადგილები შექმნას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მაღრაძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, უმუშევრბის პრობლემა საქართველოში 2010 წლიდან დაიწყო და „მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა არის სწორი გზა ქვეყნის ეკონომიკის მოჯადოებული წრიდან გამოსაყვანად"


„ეკონომიკური განვითარება, ჯერჯერობით, ჩვენი აქილევსის ქუსლია. თუმცა, ეს პრობლემები ჩვენი ხელისუფლების დროს არ წარმოქმნილა. ენდიაის უახლესმა კვევებმაც აჩვენა, რომ უმუშევრობა 2010 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი გამოკითხვებისას პირველი პრობლემაა. სწორედ წარმოდგენილი პოლიტიკა და ჩვენი ხელისუფების პირობებში ბევრი წამახალისებელი ღონისძიება არის რეალისტური გზა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად. სისტემური მიდგომაა საჭირო და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა არის სწორი გზა ქვეყნის ეკონომიკის იმ მოჯადოებული წრიდან გამოსაყვანად", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი