logo_geo
გაიცანით ტყუპი და, რომლებმაც რაჭაში მყუდრო „გარემო“ შექმნეს
- +

4 დეკემბერი. 2018. 02:27

 

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ზუსტად იცოდნენ, რომ რაჭაში დაბრუნდებოდნენ და საკუთარ საქმეს წამოიწყებდნენ, ეს ასეც მოხდა. ტყუპმა დამ, მირანდუხტ და თამარ დავითულიანებმა, ვალერი სუხაშვილთან ერთად "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული გრანტისა (12 500 ლარი) და პირადი რესურსების გამოყენებით, შექმნეს ჰოსტელი "გარემო", რომელიც სტუმრებს წელიწადის ოთხივე სეზონზე მასპინძლობს.

რას სთავაზობს "გარემო" სტუმრებს, და როგორ შეიქმნა იგი, ამაზე Allnews.ge-თან თავად მირანდუხტ დავითულიანმა ისაუბრა. 

 



 

რადგან ტურისტებთან ძალიან დიდი შეხება გვქონდა და ბევრს ვმოგზაურობდით, იდეაც აქედან წამოვიდა. შესაბამისად, დავიწყეთ მუშაობა, გვინდოდა, ისეთი რამ გაგვეკეთებინა, ტურიზმთან ახლოს რაც იქნებოდა. ეს ჰოსტელი მე, ჩემმა დამ და სიძემ საკუთარი ხელებით გავაკეთეთ“. 

ამბროლაურის რაიონ სოფელ სადმელში ტყუპი დის მიერ გახსნილი ჰოსტელი მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩასულ დამსვენებელს იღებს.

ერთ-ერთი ტყუპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს სტუმარი ყველა სეზონზე ჰყავს, ყველაზე აქტიური პერიოდი მაინც ზაფხულია. 



 

"ზაფხულის პერიოდში ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვყავდა, ახლაც გვყავს, თუმცა რა თქმა უნდა, ზაფხულში უფრო მეტია. ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან, უმეტესად, გერმანიიდან და ისრაელიდან, ასევე, ჰოლანდიიდან და იტალიიდანაც. სტუმრები გვყოლია ნიუ-იორკიდან და ავსტრალიიდან

რა თქმა უნდა, ქართველებიც ხშირი სტუმრები არიან, ზამთარში უმეტესად ქართველებით ვმუშაობთ. დამსვენებელი ყველა სეზონზე გვყავს, ბუხარი გვაქვს და ეს ბუხრის სიტუაცია, როდესაც თოვლია, ძალიან მოსწონთ", - განაცხადა დავითულიანმა



 

"გარემოში" როგორც ჰოსტელის, ასევე სასტუმროს ტიპის ოთახებია განთავსებული, ეზოში კი არის აუზი, ჰამაკები და მაგიდები. ტყუპი და ამბობს, რომ გაფართოებას გეგმავენ, თუმცა, ეს ბუნებრივია, ხარჯებთანაა დაკავშირებული. 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი