logo_geo
შეიჭერით თმა შაბათს, დაიბრუნეთ დაკარგული ბედი და გაისუფთავეთ კარმა!
- +

6 დეკემბერი. 2018. 00:54

 

 

გრძელთმიანი ადამიანები გაცილებით უფრო ენერგიულები არიან, ნაკლებად იღლებიან და ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში. 


თმა აუცილებლად უნდა დაიბანოთ, თუ რამე სანერვიულო შეგხვდათ. ის ჩამოგაცილებთ სტრესს და ნეგატივისგან გააგთავისუფლებთ. დაღლილობის მოხსნა შესაძლებელია ხის სავარცხლით თმის ვარცხნისას. თმა ჯერ უკან უნდა გადაივარცხნოთ, შემდეგ უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივ. თმის მოვლა და შეჭრა სასურველია მთვარის კალენდარს შეუსაბამოთ. 

კვირის ყველა დღეს ჰყავს მფარველი პლანეტა, რომელიც კვებავს მას საკუთარი ენერგეტიკით და ყველაფერზე ტოვებს კვალს. 


თუ იცით რომელ დღეს დაიბადეთ, ნუ შეიჭრით თმას იმ დღეს, რადგან ამით შეეწინააღმდეგებით ბედს და წინ აღუდგებით ბედნიერებას. 

ორშაბათი (მთვარე): კარგი დღეა თმისთვის ნებისმიერი მანიპულაციის ჩასატარებლად. შეგიძლიათ, თამამად შეიჭრათ თმა, შეიცვალოთ ვარცხნილობა და თმის ფერი. ამით შეძლებთ მოიშოროთ ნეგატივი და პრობლემები უკან მოიტოვოთ. ორშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდირებული სამშაბათს, ოთხშაბათს და კვირას დაბადებულთათვის. 

სამშაბათი (მარსი) - თმის შეჭრა ახალი ენერგიით აგავსებთ, მოგანიჭებთ ძალასა და გამბედაობას, გახდებით უფრო აქტიური, რითაც შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. სასურველია, ამ დღეს თმა შეიჭრან სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებმა. სამშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდირებული ორშაბათს და პარასკევს დაბადებულთათვის. 

ოთხშაბათი (მერკური- ამ დღეს თმის შეჭრა მიზანშეწონილია, თუ გსურთ ცხოვრება გახდეს მეტად საინტერესო, გქონდეს მეტი სიახლე, შეიძინოთ მეტი ახალი მეგობარი. ამ დღეს თმის შეჭრა მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, გააუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას და ლოგიკური აზროვნების უნარს. ოთხშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდირებული ხუთშაბათს დაბადებულთათვის. 

ხუთშაბათი (იუპიტერი) - ამ დღეს თმა შეიჭერით იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მოაგვაროთ სოციალური პრობლემები, შეცვალოთ ურთიერთობა მეგობრებთან და ნაცნობებთან. თუ თავს უიღბლოდ მიიჩნევთ, შეგიძლიათ, გაზარდოთ საკუთარი წარმატების შანსი. ხუთშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდირებული ორშაბათს დაბადებულთათვის. 

პარასკევი (ვენერა) - თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა, ამ დღეს ორგანიზმში შენელებულია ბიოქიმიური პროცესები. თმის შეჭრით თქვენ იცვლით არამხოლოდ ვარცხნილობას, არამედ გარეგნობასაც. ამიტომ უმჯობესია, თმის შესაჭრელად სხვა დღე აირჩიოთ. ზოგადად პარასკევს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და იცვლის სტრუქტურას. პარასკევს თმის შეჭრა არ არის რეკომენდირებული სამშაბათს დაბადებულთათვის. 

შაბათი (სატურნი) - საუკეთესო დღეა თმის შეჭრისთვის. ამ დღეს შეჭრილ თმასთან ერთად, სუფთავდება კარმა, აღდგება ბიოველი და თავისუფლდება ნეგატიური გავლენისგან. ძლიერდება საკუთარი თავის რწმენა. ამასთან, აღდგება დაზიანებული თმის სტრუქტურა და თმა უფრო მაგარი და ჯანმრთელი ხდება. შაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდირებული კვირას დაბადებულთათვის. 

კვირა (მზე- ცუდი დღეა თმის შესაჭრელად, შეიძლება ზურგი შეგაქციოთ იღბალმა და კეთილდღეობამ. კვირას თმის შეჭრა განსაკუთრებით არ არის რეკომენდირებული ორშაბათს დაბადებულთათვის. 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი