logo_geo
გზა მილანიდან ყაზბეგამდე - ვინ არის კანონიერი ქურდი, რომელიც ბერად აღიკვეცა
- +

6 დეკემბერი. 2018. 01:44

 

 

43 წლის „კანონიერი ქურდი“ ზვიად კოპაძე ბერად აღიკვეცა. „პრაიმტაიმს" კოპაძის ახლობელი უყვება, რომ ამჟამად ის „კანონიერი ქურდის" სტატუსს აღარ ფლობს და სამონასტრო ცხოვრებით არის დაკავებული.

 

მისივე ინფორმაციით, ზვიად კოპაძე ყაზბეგის ერთ-ერთ მონასტერში მსახურობს და სასულიერო საქმიანობას მისდევს.

 

ცნობილია, რომ ბერად აღკვეცამდე ზვიად კოპაძე იტალიაში, კერძოდ მილანში ცხოვრობდა და აქტიურად იყო ჩართული კრიმინალური სამყაროს საქმიანობაში. გავრცელებული ინფორმაციით, კოპაძე მილანში პირადად აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ საერთოს, თუმცა, მოულოდნელად, მან ქურდული სამყარო დატოვა და ცოდვების გამოსასყიდად მონასტერში წავიდა.

 

 

ზვიად კოპაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ყურშას" მეტსახელით იცნობენ, "კანონიერ ქურდად" 2011 წელს, იტალიაში "მონათლეს".

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი