logo_geo
ირაკლი შიხიაშვილი: სააკაშვილი უდიდესი გარეწარია, მას უშრეტი ნიჭი აქვს, კრიმინალური განზრახვის შეფუთვის
- +

6 დეკემბერი. 2018. 19:52

 

 

„ეს კონკრეტული შეთქმულება გამჟღავნდა და ჩავარდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია სააკაშვილისა და მისი გარემოცვის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მოსწონს თუ არ მოსწონს ეს ვინმეს, ფაქტია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში სტაბილურობის მთავარი საყრდენია“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, „გეორგია შენი პროექტია“-ს დამფუძნებელმა ირაკლი შიხიაშვილმა „ასავალ -დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

 

„ეს კონკრეტული შეთქმულება გამჟღავნდა და ჩავარდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია სააკაშვილისა და მისი გარემოცვის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მოსწონს თუ არ მოსწონს ეს ვინმეს, ფაქტია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში სტაბილურობის მთავარი საყრდენია. სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მხოლოდ დესტაბილიზაციის შემთხვევაში უჩნდება. სწორედ ამ მიზნით ის თავის გარემოცვას დაუმორჩილებლობის, არჩევნების შედეგების უღიარებლობისა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ასეთ ვითარებაში არცერთ ინვესტორს აღარ დარჩება ჩვენს ქვეყანაში ფულის დაბანდების სურვილი, ვერც ხალხისთვის სასარგებლო რომელიმე პროექტი ამოქმედდება, რაც გარდაუვალ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. უბრალო მოქალაქეებზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელი ინვესტორი იგრძნობს ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ, სადაც ყველაზე გავლენიან ადამიანსაც კი ლიკვიდაცია ემუქრება.

 

შემთხვევით არ მიხსენებია შავი პიარი. ეს ხროვა ხომ მარტო მკვლელობას არ სჯერდება და პარალელურ რეჟიმში, მსხვერპლის გამიზნულ კომპრომეტაციას ეწევა, რათა საზოგადოებას სოლიდარობის მისწრაფება დაუხშოს. ზურაბ ჟვანიას სიკვდილის ფაქტი მის სექსუალურ ორიენტაციაზე აგებული ჭორებით გადაფარეს, ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილს მისი დისკრედიტაციის მძლავრი კამპანია უძღოდა წინ, ახლა კი, ანალოგიურად, ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება დააპირეს, რომელსაც წინასწარ შავი პიარი აუგორეს! ეს უკვე საბოტაჟი აღარაა, ეს გახლავთ დივერსია და შეთქმულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

 

სააკაშვილი უდიდესი გარეწარია, მაგრამ უტვინო ნადვილად არ არის. მას უშრეტი ნიჭი აქვს, კრიმინალური განზრახვები შეფუთოს, თავი უსამართლოდ დევნილად და ქართველი ხალხის ნების დამცველად წარმოუდგინოს მსოფლიოს. სამწუხაროდ, მისი შესაძლებლობები საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა. ამიტომ,  „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულ ამომრჩეველთა ის ნაწილიც, რომელმაც ხმა ნაცების სასარგებლოდ მისცა, რაც შეიძლება, დროულად უნდა დავარწმუნოთ, სააკაშვილის სახით როგორ საშიშ დამნაშავესთან აქვს საქმე, რომელიც, ძალაუფლების დაბრუნების მიზნით საკუთარ მომხრეებსაც არ დაინდობს“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი