logo_geo
ზაზა სიამაშვილი: რა უფლება აქვს აპატრიდ სააკაშვილს, საქართველოს საქმეში რომ ერევა?!
- +

6 დეკემბერი. 2018. 19:53

 

 

„ვეკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - რატომ არ იძებნება სააკაშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით?“ - ამის შესახებ ფილოლოგმა და რეიგანის ფონდის საპატიო წევრმა, პროფესორმა ზაზა სიამაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სააკაშვილი დაკარგული ამანათივითაა... ნუთუ ერთი მეგობარიც არ ჰყავს ან ოჯახის წევრები სად არიან, რომ გააღვიძონ და უთხრან - მიშა, დეპოში ხარ! რა უფლება აქვს აპატრიდ სააკაშვილს, საქართველოს საქმეში რომ ერევა?

 

ვფიქრობ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას სააკაშვილის სასწრაფო დაპატიმრება და მისი საქართველოში ექსტრადიცია უნდა მოსთხოვოს! 2013 წელს ზარ-ზეიმით რომ გააცილეს საზღვარზე, ახლა კეთილი ინებონ და ეს გაფუჭებული საქმე თავადვე გამოასწორონ!“ - განაცხადა ზაზა სიამაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი