logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი ვაშაძესა და ოპოზიციონერებს ფარული ვიდეოების გამოქვეყნებით დაემუქრა
- +

7 დეკემბერი. 2018. 15:50

 

„ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილმა „სკაიპით“ დაურეკა გრიგოლ ვაშაძეს და ამ ოპოზიციონერებს და სულ მკვდარი და ცოცხალი აგინა! აი, ამის შემდეგ უკვე სხვანაირად აჭიკჭიკდნენ ბიჭები!“ - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„როგორც კი ვაშაძე დიდი ანგარიშით დამარცხდა, გამოხტა სააკაშვილი და დააბრეხვა - არ ვაღიარებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებს და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ვიწყებთო! ამაზე გრიგოლ ვაშაძემ პირდაპირ  ეთერში განაცხადა, რომ ეს ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის კერძო მოსაზრებაა! თუმცა, მეორე დღეს, ეს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ფილარმონიაში შეიკრიბა, ქუჩის აქციები დააანონსეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა წამოაყენეს!

 

ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილმა „სკაიპით“ დაურეკა გრიგოლ ვაშაძეს და ამ ოპოზიციონერებს და სულ მკვდარი და ცოცხალი აგინა! აი, ამის შემდეგ უკვე სხვანაირად აჭიკჭიკდნენ ბიჭები! და ის 28 ათასი ფაილიც ნუ დაგვავიწყდება! სააკაშვილის დავალებით ეს ფარული ვიდეოები ვიღაც უბრალო მოკვდავებს კი არა, სწორედ ამ პოლიტიკანებს გადაუღეს!

 

ეჭვიც არ მეპარება, რომ სააკაშვილი ვაშაძესა და ოპოზიციონერებს ფარული ვიდეოების გამოქვეყნებით დაემუქრა! სააკაშვილს რევოლუცია სწყურია - სახელმწიფოს ამოყირავების გარეშე ის ვერანაირად ვერ დაბრუნდება საქართველოში!

 

ქართველი ხალხი ნაცების რევანშს არ დაუშვებს! ფილარმონიაში შეკრებილი ნაცები რომ ვნახე, მაშინვე ვთქვი ჩემთვის - ამხელა პანაშვიდს არ მოვსწრებივარ-მეთქი!

 

ესენი რა რევოლუციის მომწყობები არიან! რამდენიც არ უნდა იყვირონ და იკივლონ, ესენი ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდებიან!“ - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი