logo_geo
ირაკლი კაკაბაძე: მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია
- +

7 დეკემბერი. 2018. 19:07

„კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით ვეუბნები ხელისუფლებას და საზოგადოებას - სააკაშვილი არის ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი ბესედას და გენერალ-პოლკოვნიკ ჩემეზოვის დაფინანსებული პროტეჟე“, - ამის შესახებ პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ჯერ კიდევ 1 წლის წინათ აღმოაჩინეს სააკაშვილის საუბარი უკრაინელ ბიზნესმენ კურჩენკოსთან, რომელიც იანუკოვიჩთან დაახლოებული პირი გახლავთ და სერიოზული კავშირები ჰქონდა გავლენიან რუს ჩინოვნიკებთან. კურჩენკო სააკაშვილს მოსკოვიდან ფულის გადმოგზავნაზე ესაუბრებოდა. არსებობს კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც პირდაპირ ამხელს სააკაშვილის დანაშაულებრივ კავშირს ФСБ-ს მეხუთე განყოფილებასთან. კიდევ ერთხელ ვამბობ - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება და დიდი სიფრთხილე გვმართებს!

 

ხელისუფლებამ, წესით, ეს უნდა იცოდეს. მე ფაქტებს ვდებ და თუ არ იციან, შეუძლიათ, ინფორმაციები გადაამოწმონ.

 

სხვათაშორის, ეს ინფორმაცია პირადად მივაწოდე საქართველოს ახალ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მან ეს ყველაფერი იცის და დარწმუნებული ვარ, ადეკვატურად იმოქმედებს.

 

თქვენც ხედავთ, „ნაცებს“  საკუთარმა დაქირავებულმა ეგზიტპოლ კომპანიამაც 10-პროცენტიანი წაგება დაუწერა, მაგრამ რევოლუციურ სცენარს მაინც არ ეშვებიან. სამწუხაროდ, ჩემი წინასწარი ნათქვამი შესაძლოა, გამართლდეს და ФСБ-ს გეგმა არეულობის შექმნაზე ამოქმედდეს. ახლა ხალხზეა დამოკიდებული, დავუშვებთ თუ არა ამას.

 

კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით ვეუბნები ხელისუფლებას და საზოგადოებას - სააკაშვილი არის ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი ბესედას და გენერალ-პოლკოვნიკ ჩემეზოვის დაფინანსებული პროტეჟე, რომლის დავალებაც არეულობების მოწყობაა უკრაინასა და საქართველოში. ეს კაცი ხალხს ომისკენ მოუწოდებს. ყველაფერზე წამსვლელია. ბევრი ფული აქვს აღებული თავისი პატრონებისგან ФСБ-ში. საზოგადოება და მით უფრო ხელისუფლება მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად უნდა იყოს!“ - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი