logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: „ქართული ოცნება“ საკმაოდ საქმიანი ხალხით დაკომპლექტდა
- +

19 ნოემბერი. 2016. 19:06


 

„ქართული ოცნების" წევრი ალექსანდრე ქანთარია, გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში, მეორე ვადით არჩეული მმართველი გუნდის ძირითად გეგმებზე საუბრობს.

 

„მომავალ კვირაში საუბარი გვექნება ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების თაობაზე, ხოლო კვირის ბოლოსთვის უკვე ახალი მთავრობა გვეყოლება. ამის შემდეგ უკვე ბიუჯეტს მივხედავთ. მოგეხსენებათ, ეს საკითხი ყველაზე საჩქაროა. „ქართული ოცნება" საკმაოდ საქმიანი ხალხით დაკომპლექტდა. მათ შორის საკმაოდ მონდომებული ახალგაზრდებიც არიან, რომლებსაც ცოდნა ნამდვილად არ აკლიათ. ვფიქრობ, ახალ პარლამენტში პროდუქტიული და შედეგიანი საქმმიანობა გაჩაღდება", - აღნიშნა დეპუტატმა.

 

დეპუტატი უმცირესობასთან მომავალ თანამშრომლობაზეც საუბრობს.


„უმცირესობაც თუ კონსტუქციულ რეჟიმში საქმიანობას გადაწყვეტს, კარგი იქნება. თუ არა და, ეს ისევ მათთვის იქნება საზიანო. ჩვენ საქმეების საკეთებლად ისედაც საკმარისი რაოდენობით  ვართ წარმოდგენილნი", - დასძინა ქანთარიამ.


 

big_banner
არქივი