logo_geo
ირაკლი კაკაბაძე: რუსეთიდან საქართველოში აქტიურად იგზავნება თანხა დესტაბილიზააცის მოსაწყობად
- +

8 დეკემბერი. 2018. 22:52

 

 

„არსებობს ФСБ-ში შემუშავებული გეგმა, რომელიც მეხუთე განყოფილების უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი ბესედას ეკუთვნის. ამ გეგმის მიხედვით, საქართველოში სამოქალაქო ომი და არეულობა უნდა დაიწყოს, რისი საბოლოო მიზანიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია იქნება“, - ამის შესახებ პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

 

„აუცილებელია, ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი დაიცვას. არ შეიძლება ზეიმი და პომპეზურობა, რადგან დიდი საშიშროება არსებობს, რომ უზარმაზარი არალეგალური დაფინანსებით კრემლმა საქართველოში არეულობა მოაწყოს. ნაციონალების განაცხადი ფილარმონიის დარბაზიდან - არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებასო, - სწორედ ამაზე მიუთითებს!

 

არსებობს ФСБ-ში შემუშავებული გეგმა, რომელიც მეხუთე განყოფილების უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი ბესედას ეკუთვნის. ამ გეგმის მიხედვით, საქართველოში სამოქალაქო ომი და არეულობა უნდა დაიწყოს, რისი საბოლოო მიზანიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია იქნება, მაგრამ მანამდე უნდა იყოს მსხვერპლი. პროვოკაციის მოსაწყობად საქართველოში 500-ზე მეტი ადამიანია შემოსული. რა თქმა უნდა, სქემაში ჩართულია სააკაშვილიც.

 

ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში გაზაფხულიდან მოყოლებული აქტიურად იგზავნება თანხა დესტაბილიზააცის მოსაწყობად. დახლოებით 52 მილიონი ამერიკული დოლარია შემოსული. ფინანსური რესურსების გადმოდინება საქართველოში ე.წ. სამხრეთ ოსეთში დარეგისტრირებული კომპანია „ვნეშტორგსერვისის“ საშუალებით ხორციელდება, რომელსაც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ოფიცერი პაშკოვი ხელმძღვანელობს. ეს პიროვნება თავის დროზე ირკუტსკში მოღვაწეობდა და ქალაქ ბრატსკის მერი იყო.  საკმაოდ უცნაურია პაშკოვის ირკუტსკიდან პირდაპირ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე გადმოსროლა, მხოლოდ იმისთვის, რომ ფინანსურ ორგანიზაციას „ვნეშტორგსერვისს“ უხელმძღვანელოს. როგორც ამბობენ, პაშკოვის უშუალო უფროსი და მფარველია „როსტეკის“ სახელმწიფო კორპორაციის თავმჯდომარე და უშიშროების გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ჩემეზოვი, რომელიც 1980-იანი წლებიდან ვლადიმირ პუტინთან ახლობლობს - ორივე მათგანი აღმოსავლეთ გერმანიაში „კაგებეზე“ მუშაობდნენ და ერთ სადარბაზოშიც ცხოვრობდნენ.  კონკეტულად საქართველოში „რევოლუციური სცენარის“ განვითარებას ასევე გენერალ- პოლკოვნიკი სერგეი ბესედა ხელმძღვანელობს“,  - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი