logo_geo
7 მთავარი წესი, როგორ შევხვდეთ ღორის წელს
- +

10 დეკემბერი. 2018. 23:34

 

 

ყვითელი მიწის ღორის წელი და კეთილდღეობასა და ბევრ სიხარულს გვპირდება. და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გაძლევთ სიყვარულის შანსს...

რა გავაკეთოთ?



ჩინური მოძღვრებით, ღორი ასოცირდება კეთილდღეობასთან და სიმდიდრესთან, ძვირფას ლითონებთან და ნატურალურ ქვებთან. მას უყვარს ბრჭყვიალა ფერები... ასე რომ, დაამატეთ თქვენს გარდერობს ყვითელი, კრემისფერი და ყავისფერი გამები. შეარჩიეთ ლავანდისა და სიმინდისფერი აქსესუარები, ფეხსაცმელი, ჩანთა... და ამით მიწის ღორს ძალიან ასიამოვნებთ.

 


კარგი იქნება, თუ სახლის ინტერიერის მორთვისასაც ღორის საყვარელ ფერებს გამოიყენებთ, სუფრას კი თიხისა და კერამიკის ჭურჭლით გააწყობთ.



ვისთან ერთად შევხვდეთ?

 


ღორი მიმნდობი და გულუბრყვილო არსებაა. ამიტომაც განსაკუთრებით აფასებს საყვარელი ადამიანების ერთგულებასა და სიყვარულს. კარგი იქნება, ახალ წელის ახლობელი ადამიანების, ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში შეხვდეთ. მნიშვნელობა არ აქვს, ბევრნი იქნებით თუ ცოტანი, მთავარია, სუფრასთან უცხო ადამიანები არ მოხვდნენ. ყვითელი მიწის ღორი თქვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს, ნაჩხუბარ მეგობართან შეგარიგებთ, შორეულ ნათესავთან დაგაახლოებთ, წყენებს დაგავიწყებთ და დამდეგ 2019 წელს სიყვარულით, სითბოთი და იმედით აავსებს. და კიდევ ერთი: თუ ნათესავები და მეგობრები სტუმრად გეპატიჟებიან, არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი.

 

 

სად შევხვდეთ?



რაკი ღორს ახლობლების კომპანია უყვარს, შეხვდით ახალ წელს ოჯახურ გარემოში და გულუხვად გაშლილ სუფრასთან. თუ მაინცდამაინც კლუბური გართობა გხიბლავთ, არც ეს არ არის პრობლემა (ღორებს უყვართ გართობა), ოღონდ წვეულებაზე მეგობრებთან ერთად წადით და არა შემთხვევით გაცნობილ ადამიანებთან.



ისე, არც უცხოეთში გამგზავრებაზე უარის თქმა ღირს. ოღონდ მოგზაურობა ზედმიწევნით დაგეგმილი და გათვლილი უნდა იყოს - ღორს არ უყვარს იმპულსური ხარჯები, სამაგიეროდ აფასებს კარგად ორგანიზებულ დასვენებას.



რა დავალაგოთ სუფრაზე?

 


ყურადღება მიაქციეთ, რომ საახალწლო სუფრაზე არ მოხვდეს ღორის ხორცი! დანარჩენი, რაც გნებავთ. ღორი ხომ ყველაფერს გემრიელად მიირთმევს. მთავარია, იყოს გემრიელი, ბევრი და მრავალფეროვანი. თანაც არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული დელიკატესები. არ დაგავიწყდეთ, ღორს ფორთოხალი, სტაფილო, კაკალი, სიმინდი და მწვანილიც ძალიან უყვარს.



რამდენი დავხარჯოთ?



რაც შეეხება ღორის ხასიათის ფინანსურ მხარეს, ტყუილად კი არ აკეთებენ ღორის ფორმის ყულაბებს. ღორს მართლაც შეუძლია, დააგროვოს და გაამრავლოს სიმდიდრე. ამიტომაც ბევრს ნუ დახარჯავთ ნურც საახალწლო სუფრაზე, ნურც საჩუქრებზე და ნურც მოგზაურობაზე. აქცენტი გააკეთეთ გემრიელ, თუმცა უბრალო კერძზე, საჩუქრებიც სიყვარულით აარჩიეთ და არა ფასის მიხედვით. მოგზაურობისას კი იმაზე იფიქრეთ, თქვენ გვერდით ვინ იქნებიან და არა მიმართულებაზე.

 

 

რა ვაჩუქოთ?

 


ღორის ფორმის ყულაბა - თავისთავად! კუპიურა ვალუტაში, საკოლექციო მონეტა... მოკლედ, ყველაფერი, რითაც ადამიანმა შეიძლება თავისი შემოსავლები გაზარდოს.

 


ყველაფერი, რასაც ცოდნა მოაქვს: ღორებს უყვართ კითხვა. ეს შეიძლება იყოს წიგნი, ონლაინკურსები, მასტერკლასები, სერტიფიკატი რაღაცის შესასწავლად.



როგორ ვიპოვოთ სიყვარული?



ყვითელი მიწის ღორი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მარტოხელა ადამიანები თავიანთ გულისსწორებს შეხვდნენ. მოდუნდით და მიენდეთ წელიწადის სიმბოლოს. შეინარჩუნეთ კარგი განწყობა, იქონიეთ უკეთესის იმედი, სიამოვნებით იურთიერთეთ ახალ ნაცნობებთან, მაგრამ ძალიანაც ნუ დაუახლოვდებით. ღორი თანმიმდევრული, პატიოსანი და ღირსეული არსებაა, თუნდაც ცოტა გულუბრყვილო და მიმნდობი. 2019 წელს ნებისმიერი ურთიერთობა ნელ-ნელა განვითარდება და პროცესში ბევრ სიხარულს მოგიტანთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი