logo_geo
2019 წელთან დაკავშირებული „შოკისმომგვრელი პროგნოზები“!
- +

10 დეკემბერი. 2018. 23:34

 

 

დანიურმა საინვესტიციო ბანკმა Saxo Bank მომავალ წელთან დაკავშირებული „შოკისმომგვრელი პროგნოზები“ გამოაქვეყნა. ასეთ პროგნოზებს ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს და ახასიათებს მას როგორც „ნაკლებადმოსალოდნელ მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება უდიდესი გავლენა მოახდინოს ბაზრებზე“ და არ მიაკუთვნებს მათ თავის ოფიციალურ საბაზრო პროგნოზებს.

Apple საავტომობილო ბაზარზე შედის და Tesla- შთანთქავს

Apple მიხვდება, რომ მხოლოდ აიფონების გამოშვებით კაპიტალიზაციას საგრძნობლად ვერ გაზრდის და საავტომობილო ბაზარზე შესვლას გადაწყვეტს, რომელსაც სულ უფრო აქტიურად იპყრობენ ციფრული ტექნოლოგიები. Apple-ი დააფინანსებს Tesla-ს ყიდვასთან დაკავშირებულ გარიგებას, რომელსაც ინვესტიციები სჭირდება: ილონ მასკის კომპანიის აქციებიდან თითოს 250 დოლარად იყიდიან - 100 დალარზე უფრო ძვირად, ვიდრე მასკი თავის Twitt-ში ახლახან წერდა. Apple-ს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ Tesla-ს დამფუძნებლის ყველა ძვირადღირებული იდეა რეალობად აქციოს, რითაც გაერთიანებული კომპანია საავტომობილო ინდუსტრიაში მრავალი წლის განმავლობაში თავის დომინირებას უზრუნველყოფს.

მაგნიტური ქარით გამოწვეული ზარალი 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს

მზის აქტივობის 25-ე ციკლის დაწყებასთან ერთად მზეზე ძალიან ძლიერი მაგნიტური ქარი დაფიქსირდება. ის გაანადგურებს დასავლეთ ნახევარსფეროს თავზე არსებული თანამგზავრების უმრავლესობას. ამას მოჰყვება ქაოსი ლოგისტიკაში, მოგზაურობებში, ელექტროენერგიის მიწოდებასა და სხვა სფეროებში, რომლებიც პირდაპირ არის დამოკიდებული GPS-ზე. ასეთ შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკისთვის საერთო ზარალი 2 ტრილიონ დოლარამდე მიაღწევს. თუმცა ასტრონომების ნაწილმა Saxo Bank-ის ეს პროგნოზი გააკრიტიკა, რადგან მათი თქმით 2019 წელს მზეზე ძლიერი აფეთქებების ალბათობა ძალიან მცირეა და მზის აქტივობა ჩვეულებრივზე დაბალი იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მშპ- დათვლას შეწყვეტენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეკრებაზე ეკონომისტები განაცხადებენ, რომ მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი), როგორც მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მთავარი მაჩვენებლის დათვლას, წყვეტენ. ამას იმით ახსნიან, რომ მშპ დაძველდა და ის ვერ აფიქსირებს ეკონომიკაზე იაფი მაღალტექნოლოგიური მომსახურების და გარემოს ცვლილების რეალურ გავლენას. ამის ნაცვლად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ინიციატივა იქნება ქვეყნების განვითარების შეფასება შრომის საშუალო მწარმოებლურობის მიხედვით. ეს გადაწყვეტილება გახდება ცენტრალური ბანკების დომინირების ეპოქაზე უარის თქმის სიმბოლო, რაც ფინანსური კრიზისის დროს გლობალური მწარმოებლურობის კრახს დაუკავშირდა.

ამოქმედდება გლობალური სატრანსპორტო გადასახადი, რის გამოც ფასები გაიზრდება

კლიმატის სწრაფი ცვლილებისა და გლობალური დათბობის საფრთხის გამო, საერთაშორისო თანამეგობრობა გადახედავს 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის ფარგლებში დადგენილ საგადასახადო შეღავათებს, რომლებიც საერთაშორისო ავიაციასა და ნაოსნობას დაუწესდა. ამას დაეთანხმებიან აშშ და ჩინეთი, რომლებიც ატმოსფეროს დაბინძურების მოცულობით ლიდერები არიან. ამოქმედდება მსოფლიო სატრანსპორტო გადასახადი - 50 დოლარი ერთი ტონა ნახშიროჟანგისთვის (მანამდე გათვალისწინებულზე ბევრად მეტი). ამის გამო გაიზრდება ფასები ავიაბილეთებსა და საზღვაო გადაზიდვებზე, რაც თავის მხრივ საქონლის ფასში სატრანსპორტო შემადგენლის ზრდას და მის გაძვირებას გამოიწვევს.

გერმანიის ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შედის

ბოლო წლებში ელექტრომობილებისა და ახალი ტექნოლოგების დანერგვის გამო საავტომობილო მრეწველობის ზრდა შენელდა. გერმანია, რომლისთვისაც საავტომობილო წარმოება - ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი დარგია, თანამედროვე ტენდენციებს ჩამორჩება: ქვეყანა მხოლოდ ახლა იწყებს ძირითადი სიმძლავრეების ელექტროკარების ბაზარზე გადაყვანის შესახებ ფიქრს. ატმოსფეროს დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცირების საერთო ტენდენციის ფონზე, გერმანიის საავტომობილო წარმოების ბაზარი, რომელიც მშპ-ს 14%-ს უზრუნველყოფს, 2019 წელს არ გაიზრდება და მესამე კვარტალში მთელ ეკონომიკაში რეცესია დაიწყება.

Netflix- დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება

კომპანია General Electric-ი, რომელსაც ბოლო წლებში სირთულეები აქვს, საბოლოოდ დაკარგავს ინვესტორების ნდობას საკრედიტო ბაზრებზე და იძულებით დაიწყებს გაკოტრების პროცედურას. ეს აშშ-ის კორპორატიული ობლიგაციების ბაზარზე დომინოს ეფექტს გამოიწვევს: ნეგატიური ჯაჭვური რეაქცია გააჩენს არასტაბილურობის განცდას, რაც ისეთ განვითარებად კომპანიებზეც აისახება, როგორიც Netflix-ია - ბალანსზე არსებული დიდი ვალის გამო, ინვესტორები არ გარიკსავენ და მასში ფულს არ ჩადებენ. Netflix-ისთვის სიტუაციას დაამძიმებს Disney-ის ნაკადური ვიდეოს ბაზარზე გასვლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი