logo_geo
გიორგი ქობულია: ლარი გამყარდება!
- +

11 დეკემბერი. 2018. 23:10

 

 

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, ლარს ფუნდამენტური პრობლემები არ აქვს. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

„ჩვენ როდესაც ვუყურებთ დღეს  ვალუტისა და ლარის ბალანსს, ეს ბალანსი დარღვეული არაა. ანუ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ჩვენთან ნაკლები დოლარი შემოდის, ან ბევრად მეტი დოლარი გადის. ანუ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მკვეთრად გაიზარდა იმპორტი და გვჭირდება დოლარების გაცემა ქვეყნიდან. ვერ ვხედავთ ასევე იმას, რომ ჩვენი ექსპორტი შემცირდა... ანუ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ვალუტის ნაკლებობაა ქვეყანაში და ამიტომ ლარი იაფდება... ამიტომ, არის მოლოდინი, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას. პროგნოზების გაკეთება არ არის კარგი საქმე, მაგრამ, ჩემი აზრით, ლარი გამყარებისკენ უნდა წავიდეს მომავალში, თუ საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას და ჩვენ ამის ღრმა რწმენა გვაქვს“, - განმარტა ქობულიამ.

 

big_banner
არქივი