logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენი განათლების სისტემა შექმნილია მილიონი წლის წინ და მას შემდეგ არ შეცვლილა
- +

19 იანვარი. 2017. 17:34




„მიგვაჩნია, რომ პატარა ბავშვის მოტივაციისთვის გაცილებით უკეთესია რჩევა, ვიდრე ორიანი", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, შეფასების ძველი სისტემა არ ვარგოდა, რადგან დაზუთხვაზე იყო ორიენტირებული და არა რეალურ ცოდნაზე.


„შეფასების ძველი სისტემა თუნდაც იმიტომ არ ვარგოდა, რომ ათვისებას დაზუთხვისაგან ევრ არჩევდა. ჯერჯერობით ნიშნები არსებობს და მათი ერთადერთი ალტერნატივაა ე.წ. განმავითარებელი შეფასება. ახლა ქვედა კლასებში არც ერთ სკოლაში აღარ უწერენ ნიშნებს. მიგვაჩნია, რომ პატარა ბავშვის მოტივაციისთვის გაცილებით უკეთესია რჩევა, ვიდრე ორიანი. არსებობს მეთოდი, როდესაც ბავშვებს ვუწერთ ნიშანს გზადაგზა და ბოლოშიც (გამოცდა მაქვს მხედველობაში); არის სხვა მეთოდიც: როდესაც გზადაგზა რჩევას აძლევ, ხოლო ნიშნებს კი ბოლოში უწერ.

 

წარჩინება ნიშანს არ უდრის. ჩემი ზოგიერთი სკოლელი, რომელიც სკოლაში „სამოსანი" იყო, დღეს ბევრად უფრო წარმატებულია, ამასთან, ბევრად უფრო მცოდნეც, დალაგებულიც და ადამიანურად კეთილიც, ვიდრე ისინი, ვისაც გაცილებით უკეთესი შეფასებები ჰქონდა. როგორ მოხდა ეს? როგორ და ჯადოსნურად: ძველი სკოლა დასწავლისა და მორჩილების შემმოწმებელი იყო და არა - რეალური ცოდნის", - განაცხადა ჯეჯელავამ.


მინისტრის განცხადებით, წარმატების მიღწევა შრომის შედეგია და არა პირადი კონტაქტების.


„ვიცი, როგორ ხდება მიღწევა და მიმაჩნია, რომ ეს სწორედ დამსახურების შედეგია. უბრალოდ, „ხუთოსნებს" უნდათ, რომ მაინცდამაინც მათ „ხუთიანებს" მოჰყვებოდეს წარმატება. მსოფლიოში ასე არსად ხდება. ამას წინათ, მოწინავე საკონსულტაციო კომპანიამ გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც ნიშნების ფურცელსა და სამსახურებრივ შედეგებს შორის ვერანაირი კავშირი ვერ იპოვეს. 80 ათასამდე მუშაკის მაგალითი შეისწავლეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი განათლების სისტემა შექმნილია მილიონი წლის წინ და მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი