logo_geo
ლალი მოროშკინა: სააკაშვილის ბოლო ოცნება საქართველოს განადგურებაა!
- +

19 იანვარი. 2017. 19:47


 

 

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილმა თავისი პირადი შეწყალებით ციხიდან გამოუშვა პედოფილები, მძიმე დანაშაულებზე დაჭერილი პირები და მკვლელები. სწორედ მან გამოუშვა ერთ-ერთი პიროვნება სამ თვეში, როცა მას 30 წელი ჰქონდა მისჯილი. მე პირადად მაქვს ნანახი დოკუმენტები, ახლა ვინმე მეტყვის, რომ სააკაშვილმა ეს გააკეთა ისე, უანგაროდ?", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელმა ლალი მოროშკინამ გაზეთ „ალიასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მოროშკინამ განაცხადა, ექს-პრეზიდენტის ოცნება საქართველოს განადგურებაა.


„სააკაშვილი ძალაუფლების გარეშე დარჩა ძალიან დიდი ფულით, არანაკლები ფულით, ვიდრე ივანიშვილს აქვს, რჩება გაბოროტებული და რჩება კრიტიკულ ასაკში, როცა ყველაფერი გავლილი აქვს და სანატრელიც აღარაფერი დარჩა. მაგალითად, შუმახერი თავის საოცნებო მანქანას არ ყიდულობს, რომ საბოლოო ოცნება არ მოუკვდეს. სააკაშვილის ბოლო ოცნება კი ხელისუფლებაში მობრუნება და ამ ქვეყნის განადგურებაა.

 

კარგად გვახსოვს, როგორ აწიოკებდა ვაკელებს. ციხეებში პროცენტულად ყველაზე მეტი ვაკელი იჯდა, რადგან მას 2009 წლის არჩევნებში ხმა არ მისცეს. ეს გახლავთ თავზე ხელაღებული ავანტიურისტი, სულაც არ მიკვირს, რა ინფორმაციებიც ბოლო დღეებში ვრცელდება", - განაცხადა მოროშკინამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი