logo_geo
გოგლა ჟვანია: ზურას მკვლელობა დაკავშირებულია დიდ პოლიტიკურ სართულებთან
- +

15 დეკემბერი. 2018. 20:50

 

„ჩემთან მოვიდა პიროვნება, რომელმაც ერთ-ერთი გავლენიანი პირისგან კონკრეტულ წრეში მოისმინა ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანია უნდა მოეშორებინათ!“ - ამის შესახებ განსვენებული პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემთან მოვიდა პიროვნება, რომელმაც ერთ-ერთი გავლენიანი პირისგან კონკრეტულ წრეში მოისმინა ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანია უნდა მოეშორებინათ! ეს კაცი, რომლის გვარსა და სახელს არ დავასახელებ, ჩემთან შეშფოთებული მოვიდა და ყველაფერი მიამბო. ამ კაცმა პროკურატურასაც მისცა ჩვენება. ცხადია, ზურას ყველაფერი ვუთხარი და ეს პიროვნება შევახვედრე კიდეც.

 

ძალიან კარგად ვიცი, რომ ზურას მკვლელობის საქმის გამოძიება დაკავშირებულია დიდ პოლიტიკურ სირთულეებთან, მათ შორის, იმ ბნელ და გავლენიან საერთაშორისო ძალებთან წინააღმდეგობასთან! ამიტომაც „ ქართული ოცნების“ მიმართ შეფასებაში ვერ ვიქნები ისეთი მკაცრი, როგორიც ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი