logo_geo
თამაზ მოლაშვილი: დედას ვუტირებ ყველას, ვინც ჩემი შვილი აწამა და ნელი სიკვდილით მოკლა!
- +

16 დეკემბერი. 2018. 00:04

 

 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს: კეთილი ინებონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვინც ჩემი შვილის წამებაში მიიღო მონაწილეობა“,  - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის მამა თამაზ მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„როდესაც მისი წამება დაიწყეს, თვალახვეულმა სულხანმა გიგა ბოკერიას ხმა ამოიცნო. მუსიკოსი იყო და კარგად განვითარებული ჰქონდა სმენა. სხვათაშორის, ეს ჩვენც მოგვიანებით გავიგეთ. არ უყვარდა ასეთ თემებზე ოჯახის წევრებთან საუბარი. დიახ, პირადად ბოკერია უსვამდა სულხანს საკითხს - თუ იტყვი, რომ სააკაშვილის შემოწმების შესახებ დავალება შევარდნაძისგან მიიღე, ხვალვე გაგიშვებთო. დიახ, გიგა ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც გააჩნდა დასაჭერი ხალხის სია!

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს: კეთილი ინებონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვინც ჩემი შვილის წამებაში მიიღო მონაწილეობა, არა მხოლოდ გიგა ბოკერიას, მის მეუღლესაც უნდა მოეთხოვოს პასუხი იმ შეურაცხყოფის გამო, რაც სულხანის მისამართით გადმოანთხია.

 

მათი კაკანი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში! თუ ეს სახელმწიფო არ აგებინებს პასუხს, გინდ გიჟად ჩამთვალეთ, გინდ - მკვლელად და გინდ - ხულიგნად, მე, თამაზ მოლაშვილი, პირობას გაძლევთ, დედას ვუტირებ ყველას, ვინც ჩემი შვილი აწამა და ნელი სიკვდილით მოკლა. ვიმეორებ -  გინდ გუშინ მოვმკვდარვარ, გინდ - დღეს და გინდ - ხვალ, აუცილებლად ჩავიდენ სისულელეს და მერე ნუღარ მომთხოვთ პასუხს!“ - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი