logo_geo
მიხეილ ცაგარელი: სალომე ზურაბიშვილი და ლალი მოროშკინა არიან ის ადამიანები, რომლებიც უნდა მივუშვათ რუსებთან სასაუბროდ
- +

16 დეკემბერი. 2018. 00:37

 

„სალომე ზურაბიშვილს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ეს საფრანგეთი არ არის. ქართველი ხალხი ძალიან მგრძნობიარეა და დიდი სიფრთხილე მართებს, რას როგორ იტყვის“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„სალომე ზურაბიშვილს ძალიან მძიმე პერიოდი აქვს მარტის ბოლოდან წლის ბოლომდე. შავი მთვარე მის ზოდიაქოს - თევზებს გადის და ფრთხილად უნდა იყოს, განსაკუთრებით გამოთქმების კუთხით. მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ეს საფრანგეთი არ არის. ქართველი ხალხი ძალიან მგრძნობიარეა და დიდი სიფრთხილე მართებს, რას როგორ იტყვის. მისთვის კარგია 2020-2022 წლები. მთავარია, ამ პერიოდში არ დაუშვას გამოუსწორებელი შეცდომები.

 

ადრეც აღვნიშნე  და ახლაც ვიმეორებ - სალომე ზურაბიშვილი და ლალი მოროშკინა არიან ის ადამიანები, რომლებიც უნდა მივუშვათ რუსებთან სასაუბროდ. ორთავეს მფარველი ანგელოზი მერწყულში - რუსეთის ზონაში ჰყავს, ანუ ორივეს შეუძლია რუსების თითზე ისე დახვევა, რომ თვითონაც ვერ მოვიდნენ აზრზე. ჩემი რჩევა იქნება, საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა ხშირად შეახსენოს მეზობელი ქვეყნის ლიდერებს სერაფიმ საროველის სიტყვები - საქართველოსთან არასოდეს იომოთ, თუ არ გინდათ, საქმე ცუდად  წაგივიდეთო“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი