logo_geo
მიხეილ ცაგარელი: ახალი ეტაპი, ახალი ფორმაცია იწყება საქართველოს ისტორიაში
- +

16 დეკემბერი. 2018. 01:28

 

„თელავი არის ჩვენი უკანასკნელი მეფის სატახტო ქალაქი და სიმბოლურია, რომ ინაუგურაცია სწორედ იქ იმართება“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„შეიძლება პრეზიდენტის ინაუგურაცია გაუცნობიერებლად დაიგეგმა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში ბევრი კარგი დამთხვევაა. გარდა იმისა, რომ უფრო მეტად დაცული იქნება ტერიტორია პროვოკაციებისგან, კაცმა არ იცის, „ნაციონალი“ ფანატიკოსები რას მოიმოქმედებენ, თელავი არის ჩვენი უკანასკნელი მეფის სატახტო ქალაქი და სიმბოლურია, რომ ინაუგურაცია სწორედ იქ იმართება.

 

ერეკლე მეფემ გადაარჩინა ფაქტობრივად საქართველო. მას რომ გეორგიევსკის ტრაქტატი არ დაედო, დღეს თურქეთის ვილაიეთი ვიქნებოდით!

 

წინაპრების ენერგია ნადვილად არსებობს, რაც ეს პირადადაც ვიგრძენი დედოფლისწყაროში, თამარის ციხესთან, რომელიც პირველ დარტყმებს იღებდა  სპარსეთის ჯარის შემოსვლისას. გამთენიის 4-დან 5 საათამდე ისმის საოცარი ხმები - აბჯრის, ცხენების, ბრძანებების გაცემის, ხმლების ლესვის, შეძახილების. ასეთ ადგილებს ენერგეტიკული მეხსიერება აქვს, რაც არასოდეს იკარგება.

 

სწორედ არის თარიღი შერჩეული. ეტყობა, სამყარომ ინება და წყალობის თვალით გადმოგვხედა, რადგან, როგორც ვიცი, ამ თემაზე ასტროლოგებთან კონსულტაცია არ გამართულა. ასტრონუმეროლოგიის მიხედვით, 16 არის ერთს პლუს ექვსი. შვიდი კი ძალიან კარგი რიცხვია.

 

9 საუკუნის შემდეგ საქართველოს სათავეში ქალი მოვიდა. 9-იანი განსაკუთრებული რიცხვია. 9 თვის შემდეგ აჩენს ქალი შვილს. მეცხრე ტალღის შემდეგ მოდის პირველი ტალღა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ეტაპი, ახალი ფორმაცია იწყება საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი