logo_geo
აკაკი ასათიანი: ზვიად გამსახურდიას მიერ ფიცის დადება, ომში ფიცის დადებას ჰგავდა
- +

17 დეკემბერი. 2018. 13:49

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია, თელავში ერეკლე  მეფის სასახლეში ჩატარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონიალს წინამორბედი პრეზიდენტი დაესწრო.

 

„საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავჯდომარემ აკაკი ასათიანმა, გაზეთ „Prime time”-თან ინტერვიუში, საპრეზიდენტო ინაუგურაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აქვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინაუგურაცია გაიხსენა.

 

„ზვიად გამსახურდიას მიერ ფიცის დადება, ომში ფიცის დადებას ჰგავდა. მახსოვს, ძალიან ღელავდა ფიცის დადების დროს. კადრებიც  ადასტურებს,  რომ  ფიცის დადების  ცერემონიალი  იყო სადა. პრეზიდენტმა ფიცი, პარლამენტში ტრიბუნასთან, ჩვეულებრივ სხდომაზე  დადო“, - განაცხადა აკაკი ასათიანმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი