logo_geo
მამუკა არეშიძე: მიხეილ სააკაშვილის დროს ციხეში ჩაყრას არ აკმარებდნენ, ძვლებს დაულეწავდნენ და მიმდებარე სასაფლაოებზე დაყრიდნენ...
- +

18 დეკემბერი. 2018. 15:51

 

თელავში ჩატარებულ ინაუგურაციის დეტალებს ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ აქციას მათი ხელისუფლების დროს პოლიციის მხრიდან დარბევა, ხალხის ხოცვა და სასაფლაოებზე დაყრა მოჰყვებოდა.

 

„მიხეილ სააკაშვილის დროს რომ მომხდარიყო ასეთი რამ - აქციის მონაწილეები თავს დასხმოდნენ პოლიციის მანქანებს, მინები ჩაემსხვრიათ ავტობუსისთვის, ქვები დაეშინათ სამართალდამცავებისთვის...  ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდა პოლიცია?! ციხეში ჩაყრას არ აკმარებდნენ, ძვლებს დაულეწავდნენ და მიმდებარე სასაფლაოებზე დაყრიდნენ“, - აღნიშნავს არეშიძე.

 

მისივე თქმით, „ნაციონალებმა“ პროვოკაციები გზიდანვე დაიწყეს, გრიგოლ ვაშაძემ და ნიკა მელიამ კი ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდეს.

 

ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა აქციის აქციისთვის ჩატარება და გზიდანვე დაიწყო ვითარების გამწვავება“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი