logo_geo
რა მიზნით გადაწვეს ფოკაში მეუფე ნიკოლოზის სახლი?
- +

18 დეკემბერი. 2018. 17:37

 

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯავახეთის სოფელ ფოკაში ადგილობრივმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ მეუფე ნიკოლოზის სახლი გადაწვა, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული ორი სახლი მოსახლეობამ არა სასულიერო პირებთან დაპირისპირების გამო, არამედ იმიტომ გადაწვა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული იქ დროებით ცხოვრობდა.

 

3 დეკემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, ბრალდებულმა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

 

სოფლის მოსახლეობამ ბრალდებულის საცხოვრებელი ორი სახლი, რომელთაგან ერთი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის კუთვნილებაშია, საქონლის სადგომი და ავტომობილები დაწვა. პოლიციამ ბრალდებულის ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

 

სწორედ ამ ფაქტზე საუბრობს მომხმარებელი თავის გვერდზე სოციალურ ქსელში და ფაქტს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს, თითქოს ფოკის დედათა მონასტრის სასულიერო პირებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ვითარება დაიძაბა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი