logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ელექტრონულ სახელმძღვანელოებს მეტი გულშემატკივარი ეყოლება
- +

20 იანვარი. 2017. 15:38



განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალ „გზასთან" საუბრისას ელექტრონული სახელმძღვანელოების საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ აუცილებელია მეტი ალტერნატივის შეთავაზება, რათა ადამიანებს არჩევანის საშუალება ჰქონდეთ.


„სისტემის დაძალებით მართვა არასწორია. სახელმწიფოს მოვალეობაა, რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა შესთავაზოს: ელოქტრონული წიგნები, დისკებზე ატვირთული ტექსტები ან ქაღალდის სახელმძღვანელოები. ადამიანებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ. არსებობენ კონსერვატიული ადამიანები, რომლებიც ჯერ კარგად დააკვირდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ სიახლეს. ბევრი მშობელი შიშობს, რომ პლანშეტი ან ელექტრონული წიგნი მხედველობას აზიანებს. ბავშვს აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სახელმძღვანელოთა ორი ნაკრები: ერთი სახლში, მეორე - სკოლაში, სპეციალურ უჯრაში შენახული. ჩემს შვილს მაგალითად, სწორედ ასე აქვს, ისე, გეთანხმებით: რაც დრო გავა, ელექტრონულ სახელმძღვანელოებს მეტი გულშემატკივარი ეყოლება", - განაცხადა ჯეჯელავამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი