logo_geo
ბუბა ხოტივარი: საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა ბევრ სახელმწიფოს არ აწყობს!
- +

19 დეკემბერი. 2018. 19:34

 

„პრეზიდენტი ბუში და კონდოლიზა რაისი რომ არ ჩარეულიყვნენ, 2008 წლის აგვისტოში თბილისს რუსეთი აიღებდა“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ბუბა ხოტივარმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„90-იან წლებში, როცა რუსეთმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გენოციდი მოგვიწყო, არც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და არც ლავროვი. სწორედ მაშინ ჩახოცეს რუსებმა ქართველები აფხაზეთში, მაგრამ სააკაშვილმა და ლავროვმა ეს პოლიტიკა გააგრძელეს. სხვათა შორის , „ვარდების რევოლუციამდე“ პუტინმა ორჯერ ხაზგასმით აღნიშნა  - უნდა აღდგეს დასავლეთ ამიერკავკასიის რკინიგზა და დაბრუნდნენ ქართველი დევნილები, რომლებსაც ქართველი და რუსი პოლიციელები გააკონტროლებენო!

 

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა ბევრ სახელმწიფოს და, მათ შორის, ზოგიერთ ჩვენს მეზობელს არ აწყობს! ძალიან ბევრს უხარია, რომ რუსეთი და საქართველო ასეთ ჩიხში არიან გაჩხერილი, ხოლო რუსეთი და უკრაინა - ეს ბიძაშვილი ერები - დღეს ერთმანეთის სისხლს ღვრიან. შესაძლოა, რუსეთს ვიღაც „უფითილებს“, მაგრამ ყველა მართმადიდებელ ქვეყანასთან რომ ურთიერთობა აიმყრალეს, კრემლში ჭკუა არავის აქვს?

 

აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვეს და ამდენი ხალხი დაგვიხოცეს. ესეც არ იკმარეს და კიდევ აქეთ გვაბრალებენ - აფხაზებსა და ოსებს თქვენ ხოცავდითო! პრეზიდენტი ბუში და კონდოლიზა რაისი რომ არ ჩარეულიყვნენ, 2008 წლის აგვისტოში თბილისს რუსეთი აიღებდა! მოგეხსენებათ, ლაჩარი სააკაშვილი და მთელი მისი მთავრობა, ფაქტობრივად, გაქცეულები იყვნენ ქვეყნიდან და ხალხი ღმერთის ანაბარა იყო მიტოვებული“, - განაცხადა ბუბა ხოტივარმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი