logo_geo
„ნაციონალებმა“ ბიძნა ივანიშვილის სახელი იმდენჯერ გაიმეორეს, შეიძლება გინესის წიგნში მოხვდნენ“
- +

20 იანვარი. 2017. 21:05



„ჩაატარეს ყრილობა, ერთმანეთი გაამხნევეს. გამოეყოტ ერთი ჯგუფი, თუმცა ისინიც იგივენი არიან. ბიძნა ივანიშვილის სახელი გაიმეორეს იმდენჯერ, რომ შეიძლება გინესის წიგნში მოხვდნენ. მათი მხრიდან მსგავსი რიტორიკა მოსალოდნელი იყო",- ამის შესახებ ტელლეკომპანია „იბერიის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ ისაუბრა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მხოლოდ ნიკა მელიასთვის და მცირე ჯგუფისთვის იყო საინტერესო.


„ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე კაცისთვის და ნიკა მელიასთვის, რომელიც დააწინაურეს, მარჯვენა ხელი გახდა სააკაშვილის, ალბათ მათთვისაა მხოლოდ მოვლენა. მთელი „ნაციონალების" ყრილობა იყო, როგორც სააკაშვილის გამოსვლა დამახინჯებული, ტექნიკური ხარვეზებით, დაპაუზებული. აი ეს იყო სიმბოლო მთლიანად „ნაციონალური მოძრაობისა". ისინი შეეცდებიან თავიაანთი გაჭირვება როგორღაც დაფარონ", - განაცხადა ქანთარიამ. 


 

big_banner
არქივი