logo_geo
მიხეილ ცაგარელი: როცა ოპოზიციის ნახევარი ციხეში უნდა იჯდეს, პარლამენტში თბილად ზის, ეს რა დიქტატურაა?!
- +

21 დეკემბერი. 2018. 22:08

 

 

„ყველაზე დიდი დიქტატორები ყვირიან, რომ ახლა არის დიქტატურა. ეს დიქტატორები თვლიან, რომ დემოკრატები არიან?! დაავიწყდათ, რომ თვითონ ორჯერ მეტი დიქტატორები იყვნენ და არავის არ ახარებდნენ”, – ამბობს „აიპრესთან” ინტერვიუში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

 

 

ვისაუბრეთ დემოკრატიის პრობლემებსა და სამთავრობო ცვლილებებზეც. ხომ არ არის რისკი ხელისუფლებას ხელი დიქტატურისკენ წაუცდეს?

 

შეიძლება ძალიან უნდა, მაგრამ არ გამოდის, სად არის დიქტატურა? დიქტატურა იყო დავით აღმაშენებლის დროს, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგეს თავები წააძრო და შექმნა სრული დიქტატურა და ააყვავა ქვეყანა. ეს რა დიქტატურაა, სადაც კოჰაბიტაციაზეა საუბარი, ოპოზიციას აყვირებენ რამდენიც უნდა და სადაც უნდა. ეს არის დიქტატურა?

 

დიქტატურას თანამედროვე გაგებით ვგულისხმობ, მაინცდამაინც ისტორიულ წარსულში ნუ გავიხედავთ.

 

მე არ ვიცი ეგ რა დიქტატურაა, როცა ოპოზიციის ნახევარი ციხეში უნდა იჯდეს და პარლამენტში ზის თბილად. ჭკუას გვარიგებენ, ადრე თუ ერთი იყო, ახლა ხუთი ჯგუფია, რომელიც ერთი და იგივე ქადაგებს და ტვინს გვირეცხავენ.

 

მთავარი არის, რომ გააქტიურდეს მესამე ძალა, თორემ დიქტატურა ისე დადნება თვალსა და ხელს შუა, რომ ვერავინ ვერ შეამჩნევს. საზოგადოებაში მზად არის აზრი მესამე ძალისთვის. არცერთი არ მოსწონთ, არც მეორე. თუ სანდო მესამე ძალა გამოჩნდება ხმების ნახევარს დაკარგავს როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

ასე, რომ ვერ ვიტყვი, რომ დიქტატურაა. ოპოზიცია ყვირის ამას, მაგრამ მათ დაავიწყდათ როგორი დიქტატურა ჰქონდათ 9 წლის განმავლობაში, ამათ დაესიზმრებათ ის დიქტატურა. ყველაზე დიდი დიქტატორები ყვირიან, რომ ახლა არის დიქტატურა. ეს დიქტატორები თვლიან, რომ დემოკრატები არიან?! დაავიწყდათ, რომ თვითონ ორჯერ მეტი დიქტატორები იყვნენ და არავის არ ახარებდნენ.

 

თუ ამერიკას შევადარებთ იმასთან შედარებით შეიძლება ვთქვათ, რომ ცოტა მეტი დიქტატურა სადღაც არის, მაგრამ ტრამპი არ არის დიქტატორი? თავის ჭკუაზე არ აკეთებს ყველაფერს?!

 

თუმცა იქ სისტემაა სხვანაირად მოწყობილი…

 

რათ გინდა, იმ სისტემას ირგებს თავის თავზე და თავის ჭკუაზე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი