logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: ყველანი ერთ ღეროზე არიან აღმოცენებული...
- +

20 იანვარი. 2017. 21:53



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, აღნიშნული პროცესი 2012 წლამდე დაიწყო.


„ნაციონალური მოძრაობის" დაქუცმაცების, დაწვრილმანების ახლა არ დაწყებულა. ეს დაიწყო 2012 წლის არჩევნებამდე, როდესაც გარკვეული ჯგუფი გამოეყო. მერე მარიხუანას მოყვარული ხალხი გამოეყვნენ, შემდეგ ვაშაძე და ახლა ეს ჯგუფი გამოეყო. ლოგიკურად მიდის ეს პროცესი. ვინ როგორ გააგრძელებს თავის ცხოვრებას ამას ვნახავთ. ერთი ფაქტია, რომ ფანატები, რომელიც დარჩა მიხეილ სააკაშვილს მათთვის ეს ხალხი მოღალატეა.

 

ჩემი შეფასებით, უგულავა-ბოკერიას ჯგუფი არიან ადამიანები, რომლებმაც თავს უშველეს, უკრაინელი პოლიტიკოსის გავლენებს თავი დააღწიეს, მაგრამ ერთ ღეროზე არიან აღმოცენებული და მათი დიდი პროგრესი არაა მოსალოდნელი",- განაცხადა ქანთარიამ. 


 

big_banner
არქივი