logo_geo
ხათუნა ხოფერია: თითქმის მთელი ქალაქი გვერდით დავუდექით ზაზა სარალიძეს...
- +

22 დეკემბერი. 2018. 22:04

 

„მიტინგზე, სადაც მეც ვიმყოფებოდი და თითქმის მთელი ქალაქი გვერდით დავუდექით ზაზა სარალიძეს, პოლიტიკურად ყველაზე კულმინაციურ მომენტში, როცა სამართალს უნდა ეზეიმა, გადააყენეს გენერალური პროკურორი. სწორედ ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი პრეტენზია, რომ არის თემები, რომელსაც სარჩულად ედება პოლიტიკა, პოლიტიკური ამბიციები და სწორედ ამიტომ ხდება ასეთი საქმეების ასე გაჯანჯლება და უტრირება“, - ამის შესახებ გადაცემა „პირველებში“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ ისაუბრა.

 

ყოფილმა დეპუტატმა დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლება-მოვალეობებზეც ისაუბრა.

 

„ვინც იცის კანონი, როგორ იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია და რამხელა უფლებამოსილება აქვს მას, დარწმუნებული ვარ ისიც ეცოდინება, თუ რამხელა შედეგი უნდა ყოფილიყო ამ კომისიის შექმნის შემდგომ“, -განაცხადა ხოფერიამ.

 

ყოფილი დეპუტატის განცხადებით, პასუხისმგებლობის ასარიდებლად „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიას თავიდანვე გაემიჯნა.

 

„კომისიის შემადგენლობაში ძირითადად „ევროპული საქართველოს“ წევრები იყვნენ. ასევე იყვნენ „ქართული ოცნებიდანაც“, თუმცა ძირითადი პასუხისმგებლობა „ევროპულმა საქართველომ“ აიღო. სხვათაშორის, საკმაოდ კვალიფიციური პარლამენტის წევრები იყვნენ კომისიაში. დასანანია, რომ პრაქტიკულად, კომისიამ თავისი მოვალეობები შეასრულა, მაგრამ შედეგი ვერ დადო. მან გააკეთა მხოლოდ ის, რომ ეს საქმე გახდა პოლიტიზებული“,- განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

 

big_banner
არქივი