logo_geo
ბენო ქაშაკაშვილი: ტყუილია, თითქოს ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო
- +

22 დეკემბერი. 2018. 22:12

 

„დღეს გაჟღერდა ასეთი ციტატა, რომ კრიმინალმა წალეკა ქვეყანა. ასეთი რამ ოპოზიციასაც კი არ განუცხადებია. ასევე, ტყუილია, თითქოს ქვეყანაში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ბენო ქაშაკაშვილმა გადაცემა „პირველების“ დებატებისას განაცხადა.

 

ბიზნესმენის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში სიტყვით გამოსვლამ მას იმედი მისცა.

 

 „აქ გაჟღერდა ციტატა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელმა გამოსვლამ უიმედობა გამოიწვია. მე მომეცა იმედი, რომ სარალიძის საქმე მივა ბოლომდე და მკვლელი იქნება დასჯილი. თუმცა, ეს იქნება დამატებითი ტრაგედია, რადგან ეს არ არის ერთი და ორი ოჯახის ტრაგედია. ეს არის სხვა ოჯახების ტრაგედიაც და ცოტა ფაქიზ მიდგომას საჭიროებს“, - განაცხადა ბენო ქაშაკაშვილმა.  

 

ქაშაკაშვილმა პარალელი გაავლო სარალიძის, რობაქიძისა და გირგვლიანის საქმეებს შორის და განაცხადა, რომ მათ ოჯახებს ძალიან ბევრი წელი დასჭირდათ იმის სათქმელად, რომ სამართალი აღდგა.

 

„ცოტა თავშეკავებული ვიყოთ, როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაცა მკვლელია. სათქმელად ადვილია, მაგრამ დავაცადოთ სასამართლოს, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, -განაცხადა ბიზნესმენმა.  

 

 

big_banner
არქივი