logo_geo
მამუკა ბახტაძე: ისტორიული მოვლენა გახლავთ ის, რომ საქართველო ჩამოყალიბდა სრულფასოვან საპარლამენტო დემოკრატიად
- +

22 დეკემბერი. 2018. 23:17

 

„მთავარი პოლიტიკური მოვლენა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა.

 

„ისტორიული მოვლენა გახლავთ ის, რომ საქართველო ჩამოყალიბდა სრულფასოვან საპარლამენტო დემოკრატიად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მე ვფიქრობ, სწორედ საპარლამენტო დემოკრატია გახლავთ ის მოდელი, რომელიც მოუტანს საქართველოს ყველაზე მეტ წარმატებას და დაგვეხმარება, დავძლიოთ ის გამოწვევები, რაც არის ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისი თქმით, ორივე ტურის შემთხვევაში, მოქალაქეებისგან მიიღეს კონკრეტული გზავნილები.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული ეს გზავნილები. ისინი ასახულია 2019-2020 წლის გეგმებში. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ წინასაარჩევნო პერიოდი. რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ეს გახლდათ მიუღებელი, ამორალური. მსგავსი ბინძური საარჩევნო კამპანია მე არ ვიცი, თუ სადმე ჩატარებულა. ყოველდღე იყო ზღვა დეზინფორმაციისა და ახალი ტალღა ეგრეთწოდებული „ფეიქ“ ნიუსებისა“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერის თქმით, ყოველდღიურად ხდებოდა პიროვნული თავდასხმები ქალ კანდიდატზე.

 

 

big_banner
არქივი