logo_geo
კახა კალაძე: მომავალში ტაქსის საფასური უნდა გაიზარდოს, რადგან საქართველოში, ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია
- +

23 დეკემბერი. 2018. 00:25

 

„მომავალში ტაქსის საფასური უნდა გაიზარდოს, რადგან საქართველოში, ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია“, - ამის შესახებ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

 

კალაძის თქმით, ტაქსის საფასური სხვა ქვეყნებში გაცილებით ძვირია.

 

მისივე განმარტებით, თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსების რეფორმა ტაქსის მანქანების მოწესრიგებასა და მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

 

„კითხვები არსებობს ტაქსების მძღოლებთან დაკავშირებით, რადგან ბევრმა არ იცის თბილისის ქუჩები. იმ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული, ეს მიმართულება იქნება მოწესრიგებული, სერვისი იქნება ძალიან მაღალ დონეზე თვითონ ტაქსის მძღოლების მხრიდან, ასევე მოწესრიგებული იქნება ავტომობილები და ეს ბუნებრივად გამოიწვევს ფასების ზრდას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

 

big_banner
არქივი