logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: იმედია, საქართველოს ახალი პრეზიდენტი დაინტერესდება ამ თემით
- +

23 დეკემბერი. 2018. 03:02

 

„როგორც ჩანს, გვარამიას ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებზე კომპრომატები აქვს და ეშინიათ მისი პასუხისმგებლობაში მიცემა“, - ამის შესახებ მთვარისა ნავერიანის ადვოკატმა და უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ნიკა გვარამიამ მთვარისა ნავერიანს სუს-ის აგენტი უწოდა, პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფაც მიაყენა. სახელმწიფოს პოზიციაა, მაქსიმალურად გაიწელოს პროცესი, ორი წლის შემდეგ კი, როდესაც საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუვა, ყველაფერი დასრულდება.

 

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ისღა დაგრჩენიათ, ადგეთ და სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანოთ მუხლი, რაც „ნაცებსა“ და „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. სულ ახლახან, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნანა კაკაბაძის პირად საკუთრებაში შეიჭრა და დაზარალებულს იქით აღუძრეს საქმე.

 

იმედია, საქართველოს ახალი პრეზიდენტი დაინტერესდება ამ თემით და ქალთა უფლებებს აქტიურად დაიცავს“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი