logo_geo
ზაზა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ ჰგავს ღორს, რომელიც ტალახში ჩაწვება და მერე გასვრის ყველას
- +

23 დეკემბერი. 2018. 02:35

 

„რაც პარლამენტში მოხდა, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ უბადრუკი მცდელობა, კვლავ დარჩნენ თემაში, კვლავ იჯღავლონ, რათა მათმა სახელმა კვლავ იტრიალოს ტელესივრცეში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„თუ ვიდეო-კადრებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ კარგახანს ჩუმად ვარ და ხმას არ ვიღებ. სამაგიეროდ, ეს ხალხი წინასწარ გეგმავს ყველაფერს, ინაწილებს როლებს, თანხმდება იმაზე, ვის შემდეგ ვინ რას იტყვის და ტეხს დებოშს. რაც პარლამენტში მოხდა, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ უბადრუკი მცდელობა, კვლავ დარჩნენ თემაში, კვლავ იჯღავლონ, რათა მათმა სახელმა კვლავ იტრიალოს ტელესივრცეში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ სხედან მწამებლები და გამაუპატიურებლები პარლამენტში, ეს შეკითხვა მეც მაწვალებს! „ნაცმოძრაობა“ ჰგავს ღორს, რომელიც ტალახში ჩაწვება და მერე გასვრის ყველას, ვისაც კი გაეკარება! იმდენი ილაპარაკეს და იწივლეს - არჩევნები გაყალბდაო! -  საერთაშორისო თანამეგობრობამ არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა, მაგრამ ბინძური ღორის მსგავსად, ამათ პროცესის ნაწილობრივ დაბინძურება მაინც მოახერხეს. გამაგებინეთ, რა ძალას წარმოადგენენ ესენი, რომლებიც ემონებიან თავიანთ გამგებს - საქართველოდან გაქცეულ  სამარცხვინო კაცს და ტაშს უკრავენ მის მოწოდებებს?

 

„ნაცმოძრაობის“ საქმიანობა სამართლებრივად თუ არ შეფასდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ არჩევნებზე იქნება რყევები, გაგრძელდება ეს უბედურება და პოლიტიკაში აღარ იქნება პატიოსანი ადამიანის ადგილი. საზოგადოებას დაწყვეტილი აქვს ნერვები, რადგან წყევლა-კრულვის, გინებისა და ჩხუბის მეტს ტელევიზიით ვერაფერს ნახავ! ჯერ იყო და, გამოვიდნენ არჩევნების წინ და ხან წიწაკას ჭამდნენ, ხან სხვა რაღაცას, რომლის სახელსაც არ ვიტყვი... აი, ამ რეჟიმში ჰყავდათ მოსახლეობა!“ - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი