logo_geo
გიორგი გურგულია: ვაშაძე და მისი ძმაკაცები ქუჩაში ვერ უნდა გამოდიოდნენ!
- +

25 დეკემბერი. 2018. 17:24

 

 

„არ გვეშინია ელამი სელაპის ულვაშიანი მუქარების, თუ არ გაჩერდა, ხალხი შეიპყრობს და ბორკილებს დაადებს“, - ამის შესახებ რეჟისორმა და მსახიობმა გიორგი გურგულიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

„ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა, მერე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში მოიხადა. „ნაციონალური მოძრაობისგან“ გახსოვთ ბოდიში ან სინანული? საბოტაჟებს  აწყობენ, დესტაბილიზაციის დასაწყებად უკრაინელი „ბოევიკებიც“ ჩამოიყვანეს. იცოდეს სააკიანმა. რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არა აქვს, აქაც დამარცხდა და უკრაინაშიც. რომ გაჰყვირის, საქართველოს მოქალაქეობა ჩამომართვესო, ყველას შევახსენებ, სააკაშვილმა თვითონ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, უკრაინის მოქალაქე გახდა და ეგონა, იქ დიდ პოზიციების მიაღწევდა, მაგრამ გაიშიფრა.

 

არ გვეშინია ელამი სელაპის ულვაშიანი მუქარების, თუ არ გაჩერდა, ხალხი შეიპყრობს და ბორკილებს დაადებს. ეგ ვაშაძე იმ ქალის ქმარი არ არის, ბავშვებისათვის სასახლის წართმევა რომ უნდოდა? კაცი რომ თავისი საქმის კეთებას ცოლის მეშვეობით ცდილობს, იმას რა უნდა ელაპარაკო?! ვისაც ვაშაძე უნდოდა პრეზიდენტად, ან გვარგადაკეთებული ხალხია, ან არამართლმადიდებელი, ან ისინი, ვისაც ეზიზღება საქართველო. ნამდვილად არ მეგონა, საქართველოში ამდენი სულგაყიდული იუდა თუ ცხოვრობდა და ამათ ხმას მისცემდა. თუმცა, კითხვას ვსვამ: 800 ათასი მომხრე თუ ჰყავთ, სად არის ეს ხალხი, ან სად იმალება? ვაშაძე და მისი ძმაკაცები ქუჩაში ვერ უნდა გამოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათმა სისტემამ უამრავი ადამიანი აწამა, დღემდე იმას ამბობენ, შეცდომა მოგვივიდაო. ადამიანის კვლა შეცდომაა? გირგვლიანის მკვლელობა იყო შეცდომა თუ ბუტა რობაქიძის?“ - განაცხადა გიორგი გურგულიამ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი