logo_geo
„ჟვანიას გარდაცვალების ღამეს, საინტერესოა, რატომ იჯდა საჭესთან იმ ღამეს მიხეილ სააკაშვილი და როგორ მოხვდა ავარიაში?“
- +

25 დეკემბერი. 2018. 18:44

 

„ჟვანიას გარდაცვალების ღამეს, საინტერესოა, რატომ იჯდა საჭესთან იმ ღამეს მიხეილ სააკაშვილი და როგორ მოხვდა ავარიაში?“ - ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა ხათუნა ხოფერიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„პროკურატურისგან ველოდებით პასუხებს ყველა იმ შეკითხვაზე, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ვაპირებ ჩემს ჩვენებაზეც მოვითხოვო პასუხი, სადაც ოფიციალურად მაქვს დასაბუთებული ფაქტები და პიროვნებები. მაინტერესებს, ამდენი ხნის განმავლობაში, გამოიძიეს თუ არა ჟვანიას გარდაცვალების ღამეს მიხეილ სააკაშვილის ავარიაში მოხვედრის ფაქტი? საინტერესოა, რატომ იჯდა საჭესთან იმ ღამეს მიხეილ სააკაშვილი და როგორ მოხვდა ავარიაში? ეს რომ ნამდვილად ასე იყო, ამის მოწმე თავად გია ბარამიძეა! პირადად მისგან ვიცი ეს ინფორმაცია და რამდენჯერაც არ უნდა თქვას, იტყუებიო, იმდენჯერ ვეტყვი, რომ მაგ სიმართლით იაროს!

 

გამთენიისას, როდესაც გია ბარამიძეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს და შემთხვევის ადგილისკენ მიდიოდა, პირადად სააკაშვილმა დაურეკა - ავარიაში მოვყევი და სასწრაფოდ ჩემთან მოდიო. მიუხედავად იმისა, რომ გიამ გააპროტესტა - ჯერ გარდაცვლილ მეგობართან უნდა მივიდეო, სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით პირველად მასთან მივიდა და შემდეგ გარდაცვლილ ზურასთან ბინაში, სადაც უკვე ყველაფერი სათავისოდ ჰქონდათ დალაგებული. გია ბარამიძემ ეს ყველაფერი წყნეთში, გოგორიშვილის აგარაკზე მოგვიყვა - იმ ღამეს მიშა ისე იყო მწყობრიდან გამოსული, გიჟივით მიდიოდა და ავარიაში მოჰყვაო.

 

ხელისუფლებამ ეს საქმე უნდა გამოიძიოს და კონკრეტული შედეგი დადონ ან დახურონ, რომ მასალები გამოვითხოვოთ და ჩვენს თავს თვითონვე მივხედოთ. არც მეგობრები და არც ჟვანიას ოჯახი ზურას თემაზე გაჩუმებას არ ვაპირებთ!“ - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი