logo_geo
გრიშა ჩიგოგიძე: „ნაციონალების“ მმართველობის პირობებში საოცარი სტრესის ქვეშ ვმუშაობდით
- +

26 დეკემბერი. 2018. 14:48

 

„გაოცებული ვარ, რატომ აქვთ „ნაციონალებს“ იმის ილუზია, რომ ვინმემ ხმა უნდა მისცეს მათ პარტიას ან საიდან გამოჩნდა ვაშაძე და რა უფლებით საუბრობს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგმა გრიშა ჩიგოგიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

 

„ნინო ანანიაშვილს საკმაოდ გაუგებარი და ჩემთვის მიუღებელი მოქალაქეობრივი პოზიცია ჰქონდა. მაძლევენ და უარი რატომ უნდა ვთქვაო. უდავოდ დიდი ბალერინაა ნინო ანანიაშვილი, თუმცა სასახლის ამბებმა ნეგატიურად იმოქმედა მის პოპულარობაზე. სამწუხაროდ, ხალხს დღემდე არ ავიწყდება ეს ამბავი.

 

საზოგადოება აღაშფოთა სააკაშვილის ხელისუფლების თავხედობამ. სასახლე არაერთი თაობის წმინდა და სათაყვანებელი ადგილია. ნინო ანანიაშვილის მამა, ბატონი ვახტანგიც, ფაქტობრივად, სასახლეში გაიზარდა. მერაბ კოკოჩაშვილთან ერთად დადიოდა წრეებზე. სასახლემ გაზარდა მრავალი ცნობილი და პატივცემული პიროვნება.

 

გაოცებული ვარ, რატომ აქვთ „ნაციონალებს“ იმის ილუზია, რომ ვინმემ ხმა უნდა მისცეს მათ პარტიას ან საიდან გამოჩნდა ვაშაძე და რა უფლებით საუბრობს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი მმართველობის პირობებში საოცარი სტრესის ქვეშ ვმუშაობდით. ჯერ გაყრას გვიპირებდნენ, მერე არავინ გვაქცევდა ყურადღებას. „ნაციონალების“ დამოკიდებულება მოსწავლე ახალგაზრდობის მიმართ მკვეთრად განსხვავდება „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებისგან.

 

ამ ხელისუფლების დადებითი დამოკიდებულება და მათი მხარდაჭერა ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩანს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კახი კალაძეს. ისეთი რემონტი გვაქვს, სასახლეს ვეღარ იცნობთ. დედაქალაქის მთავრობა ცდილობს, მომავალი თაობები უკეთეს გარემოში ეზიარონ ცოდნას!“ - განაცხადა გრიშა ჩიგოგიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი