logo_geo
გიორგი გურგულია: აღარ გვინდა ომი და დავიდარაბა, მშვიდობა და წონასწორობა სჭირდება ქვეყანას!
- +

26 დეკემბერი. 2018. 17:44

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ქვეყნის გასანადგურებლადაა შექმნილი, ქართველი ხალხის მტერია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშოროს საქართველომ“, - ამის შესახებ რეჟისორმა და მსახიობმა გიორგი გურგულიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„სალომე ზურაბიშვილს ვიცნობ, ვიცნობდი მის მეუღლეს ჯანრი კაშიასაც. სალომე საფრანგეთში ცხოვრების პერიოდშიც ქართულ საქმეს აკეთებდა. აღარ გვინდა ომი და დავიდარაბა, მშვიდობა და წონასწორობა სჭირდება ქვეყანას, სალომე კი ამის გარანტია!

 

ხმამაღლა ვაცხადებ: სააკიანი და მისი ბიძა თემურ ალასანია საქართველოს სათავეში მოსვლას ვეღარ ეღირსებიან.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ქვეყნის გასანადგურებლადაა შექმნილი, ქართველი ხალხის მტერია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშოროს საქართველომ. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის უღმერთოთა, უჯიშოთა, სექტანტთა და უსქესოთა ნაერთი, რომელიც გლობალისტთა ნიღბით ინიღბებიან და ჩვენს ტრადიციებს და რელიგიას ებრძვიან. ქართველმა ხალხმა უნდა მოითხოვოს „ნაცმოძრაობის“ წევრების სახელმწიფო მოღალატეებად და მტრებად გამოცხადება და მათი ლიდერების გასამართლება“, - განაცხადა გიორგი გურგულიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი