logo_geo
ლევან ლაშხი: რამდენიმე წლის წინ თმის ცვენა რომ დამეწყო, ძალიან განვიცდიდი
- +

27 დეკემბერი. 2018. 01:56

 

"ჩემი ცოლს დაქალებში" ვატიკანას როლის შემსრულებელი ლევან ლაშხი პოპულარული სერიალში გამოჩენისთანავე გახდა. ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან უყურადღებობას არც მანამდე უჩიოდა. მისი დებიუტი ეროტიკულ ფილმში - "ელიტური დახმარება" შედგა. რა უბნელია "ვატიკანა", წერს თუ არა ლექსებს, ვისზეა შეყვარებული და რა აღიზიანებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

-
დაბადების თარიღი

 

- ...1990 წლის 21 დეკემბერი.


- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...


- ...მსახიობი. სულ ამ პროფესიაზე ვფიქრობდი, მაგრამ ბავშვობაში

შემაშინეს და მეტყველების მცირე პრობლემა შემექმნა. იძულებული გავხდი, სხვა არჩევანი გამეკეთებინა. ვნანობ, რომ ასე მოხდა, თეატრალურში რომ ჩამებარებინა, ეს პრობლემა დაიძლეოდა. ეკონომისტი ვარ და ძალიან მინდა, პროფესიონალი მსახიობი ვიყო. 

- ჩემზე ამბობენ...

 

- ...რომ ძალიან მეგობრული, კომუნიკაბელური და თბილი ვარ. ჩემით ოჯახის წევრებიც ამაყობენ. ჩემს პერსონაჟზე, - ვატიკანაზე ამბობენ, რომ ლექსების წერა უნდა გააგრძელოს, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს არ დანებდეს. მას ასე ცუდად არ უნდა მოჰქცეოდნენ. 

- ბედნიერი ვარ, რომ...

 

- ...დავიბადე ოჯახში, რომელიც უზომოდ მიყვარს. კარგად აღმზარდეს. პაპა - ლევან ლაშხი ხელოვანი იყო, ანსამბლ "წინანდალში" წლების განმავლობაში მღეროდა. ბედნიერი ვარ, რომ კარგი მეგობრები მყავს, მე - ისინი და მათ მე ვეიმედები. მაბედნიერებენ სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც ჩემ მიმართ დადებითად არიან განწყობილი, მცნობენ და სითბოს გამოხატავენ. ბოლო დროს ზედმეტად პოპულარული გავხდი. ნარცისი არ ვარ, მაგრამ პოპულარული გარკვეული დოზით სერიალში გამოჩენამდეც ვიყავი.

 

- ეროტიკულ სერიალში "ელიტური დახმარება"...

 

- ...გასულ წელს გადამიღეს.

 

ამ სერიალში ჩემი დებიუტი შედგა, მაგრამ "ჩემი ცოლის დაქალები" იმდენად მასშტაბურია, დღეს ყველგან მცნობენ. დამინახავენ თუ არა, ამბობენ - "აი, ვატიკანა". ვაკელი არ ვარ, საბურთალოზე ვცხოვრობ.

 

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

 

- ...ყველას მიმართ კეთილი ვარ, ყველა ადამიანში დადებითს ვეძებ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

 

- ...ზოგჯერ უყურადღებო ვარ, ცოტათი "ფეხებზე მკიდიაც".

 

- ჩემთვის მიუღებელია...

 

- ...ბანალურობა, ეს ისაა, რაც ძალიან მაღიზიანებს.

 

- არ მჩვევია...

 

- ...კონფლიქტის დაწყება, ადამიანებთან დაძაბული ურთიერთობები.

- ჩემი პირველი წარმატება...

 

- ...ალბათ ეს სერიალი და ვატიკანას როლია. "ელიტურ დახმარებაში" თამაში საინტერესო იყო, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე იმ ყველაფრისგან, რასაც ვაკეთებდი. მაგრამ ისეთივე მასშტაბური არ იყო, როგორც "ჩემი ცოლის დაქალები".


- ეროტიკულ ფილმში უხერხულ კადრებში...

 

- ...გადაღების პრობლემა არ მაქვს. როცა რეჟისორს თანამშრომლობაზე თანხმდები, მსგავს სცენებში გადაღებაზე უარი აღარ უნდა თქვა. "ჩემი ცოლის დაქალებში" კასტინგის გზით მოვხვდი. ჯერ სოციალურ ქსელში მეძებდნენ, მერე დამიბარეს, მივედი, გადავიღეთ, რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, როლზე დაგამტკიცეთო.


-
საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...

 

- ...დღეს აღარაფერს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ თმის ცვენა რომ დამეწყო, ძალიან განვიცდიდი. მაშინ რომ გეკითხა, აუცილებლად თმას დავსახელებდი.

 

 

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

 

- ...უფრო და უფრო წინ წავიწიო იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ.

- მეშინია...

 

- ...ძაღლებისა და სიმაღლის. ფრენის არ მეშინია, უბრალოდ, ფანჯარასთან ვერ ვჯდები, ვერ გადავიხედავ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

 

- ...გერმანული ენა.

 

- მეზარება...

 

- ...დილით ადრე ადგომა, მართლა ყველაზე მეტად მეზარება.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

 

- ...წარსულში "მიქარული" ამბავი მახსენდება.

 

- ჩემი ყველაზე დიდი სუსუტე...

 

- ...აუ! რამდენი სისუსტე მაქვს (პაუზის შემდეგ)... ადამიანი რომ მაგრძნობინებს, დამყოლია, აი, მაგ დროს ყველაფრის დავიწყება შემიძლია, ასეთი პიროვნებები ძალიან მიზიდავს. სიჯიუტე მაღიზიანებს.

 

- როცა საჯაროდ მაქებენ...

 

- ...ცოტათი მსიამოვნებს, ცოტათი მრცხვენია, ცოტათი მეამაყება.

- პატიება შემიძლია, თუ...

 

- ..."თუ" არ უნდა, მარტივად შემიძლია.

 

- სიყვარული...

 

- ...ერთდროულად კარგიც არის და მტკივნეულიც. წარსულში არაერთხელ მყვარებია. არ ვეთანხმები აზრს, რომ სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის. ის "პრიხოდი" არაერთხელ მქონია, რომელსაც ადამიანები პირველი სიყვარულის დროს განიცდიან. იყო პერიოდები, როცა ამ გრძნობისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ მერე დიდი ტკივილით სრულდებოდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი