logo_geo
პაატა იმნაძე: გრიპის ვირუსმა ნამდვილად იმატა, უფრო მეტი ადამიანი ავადდება...
- +

27 დეკემბერი. 2018. 17:35

 

„დღეს ვისაც რაიმე გრიპის მაგვარი აქვს, ყველა არის H1N1. ძალიან იშვიათად არის H3N2.  თუმცა ძალიან ცოტაა მისი წილი და აბსოლუტური უმრავლესობა, დღეს ვისაც აქვს გრიპი, ყველა არის H1N1”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

 

„გრიპის ვირუსმა ნამდვილად იმატა, უფრო მეტი ადამიანი ავადდება. ეს არის H1N1 ვირუსი. რას ერჩით ამ საწყალ ღორს?! საერთოდ ის არაფერ შუაშია და ამ ვირუსს მექსიკური გრიპი ჰქვია ოფიციალურად. დღეს ვისაც რაიმე გრიპის მაგვარი აქვს, ყველა არის H1N1. ძალიან იშვიათად არის H3N2. თუმცა ძალიან ცოტაა მისი წილი და აბსოლუტური უმრავლესობა, დღეს ვისაც აქვს გრიპი, ყველა არის H1N1.

 

ჩვენი რეკომენდაციებია, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში. H1N1  ვირუსით ადამიანი შეიძლება ძალიან სწრაფად დამძიმდეს, ამიტომ ყურადღებაა ძალიან მისაქცევი. ბავშვს თუ სიცხე აქვს 38,5 და მეტი ერთი დღე, ის აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. იგივე ეხება ორსულს, ასევე მათ, ვინც რისკის ჯგუფშია. რაც შეეხება დანარჩენებს, თუ სამი დღეა ტემპერატურა 38,5, ის აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. გრიპი ყველას გადაგვიტანია. ეს H1N1-ც 2009 წლიდან დადის დედამიწაზე, მათ შორის საქართველოშიც.

 

ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. 53 წლის ქალბატონი გარდაიცვალა გრიპის ვირუსით. სხვა დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი